"ოცნებამ" კონსტიტუცია უსულო ტექსტად აქცია - ლემონჯავა
"კონსტიტუციაში ბევრი სისულელეა, რომელიც კობახიძემ ჩაწერა" - ამის შესახებ განცხადება "დროას" წევრმა, გიგა ლემონჯავამ "საჯარო პოლიტიკის" ეთერში გააკეთა.
ლემონჯავას თქმით, კონსტიტუცია, როგორც სახელმწიფოს უმაღლესი დოკუმენტი, ივანიშვილის ხელისუფლებამ "უსულო ტექსტად" აქცია.
თუ რამე არის კონსტიტუცია, გარდა უსულო ტექსტისა, რადაც აქცია "ქართულმა ოცნებამ", კონსტიტუცია არის შეთანხმება სახელმწიფოს მოქალაქეებს შორის ამ სახელმწიფოს შინაარსთან დაკავშირებით. ეს არის ერთგვარი კონტრაქტი. ყველაზე უფრო მაღალი ლეგიტიმაციის თემა, რაც ამ ქვეყანაში არსებობს, არის საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხი. რუხაძის განცხადება ვნახე, რომელიც ამბობდა, რა უნდა ასეთ მუხლს კონსტიტუციაშიო. სინამდვილეში, ზუსტადა ასეთ მუხლს უნდა კონსტიტუციაში. იქ არის ბევრი სისულელე, რომელიც კობახიძემ ჩაწერა", - ამბობს ლემონჯავა.
ბიზნესმენი ირაკლი რუხაძე ამბობს, რომ კონსტიტუციაში ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით ჩაწერილი სიტყვები სისულელეა. საუბარია 78-ე მუხლზე, რომლის მიხედვითაც ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისთვის სახელმწიფო ორგანოებმა ყველა ზომა უნდა მიიღონ.