რუხაძის განცხადება ივანიშვილის განცხადებაა, რომელსაც კონსტიტუციის ფეხქვეშ გათელვა შეუძლია - ბოტკოველი
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი, გიორგი ბოტკოველი ივანიშვილის ხელისუფლებას კლეპტოკრატიულ მმართველობაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ "ქართულმა ოცნებამ" მოსახლეობის გაღატაკების ხარჯზე საკუთარი კეთილდღეობა მოიწყო.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი იმასაც დასძენს, რომ ბიძინა ივანიშვილი სწორედ ის ადამიანია, რომელსაც "კონსტიტუციის ფეხქვეშ გათელვა შეუძლია".
გიორგი ბოტკოველი რუსული კანონის მიმღები ხელისუფლების დასრულების ერთადერთ გზად 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს მიიჩნევს, ამიტომ ენმ-ის წევრი საზოგადოებას არჩევნებში აქტიური ჩართულობისკენ მოუწოდებს.
რუხაძის განცხადება ივანიშვილის განცხადებაა. მას შეუძლია, რომ ერთ მომენტში ფეხქვეშ გათელოს კონსტიტუცია, საქართველოში მიიღოს რუსული კანონი, რომელიც პირდაპირ ეწინააღმდეგება, მაგრამ ემორე დღეს დაიწყოს იმაზე საუბარი, საერთოდ რატომ ეწერა, რატომ შემიშალა ხელი ამ კანონმა. შეიძლება, დაუძახა კობახიძეს, რატომ ჩაწერეთ თავის დროზეო და ახლა რუხაძეთი ცდილობს, რომ გამოასწოროს. ჩვენ გავიცანით მისი მიდგომები. მისი მიზანი არის, რომ ამ ქვეყანას არ ჰქონდეს განვითარება. როგორ შეიძლება, განვითარებულ ქვეყანას ივანიშვილი მართავდეს. დარწმუნებული ვარ, რომ 26 ოქტომბერს უნდა შევძლოთ და დავამარცხოთ ის რეჟიმი, რომელიც ხალხის გაღატაკებაზე და დაჩაგვრაზეა გადასული", - ამბობს ბოტკოველი.
ბიზნესმენი ირაკლი რუხაძე ამბობს, რომ კონსტიტუციაში ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით ჩაწერილი სიტყვები სისულელეა. საუბარია 78-ე მუხლზე, რომლის მიხედვითაც ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისთვის სახელმწიფო ორგანოებმა ყველა ზომა უნდა მიიღონ.