"არაადექვატური პირები სასაცილო თეორიებით" - გეგელია "ოცნებაზე"
"ლელოს" წევრი გრიგოლ გეგელია "ქართულ ოცნებას" იმ განცხადებების გამო აკრიტიკებს, რომლის თანახმადაც ტრამპზე თავდასხმა "გლობალური ომის პარტიის" ორგანიზებული იყო.
ოპოზიციის წევრი ამბობს, რომ ამგვარი უპასუხისმგებლო განცხადებები საქართველოს რეპუტაციაზე უარყოფითად მოქმედებს, თუმცა მისივე თქმით, "ოცნების"
"ტაკიმასხარობა და პარანოია" ძალიან მალე დასრულდება.
„ქართული ოცნება“ ჩართულია წინასაარჩევნო პარანოიალური ისტერიული ფონის შექმნაში, აფექტური ფონის შექმნაში, რომელსაც ის იყენებს საკუთარი ხმების და პოლიტიკური დივიდენდის გამოსანახავად და მოსაგროვებლად. რა თქმა უნდა, ეს ძალიან ცუდად აღიბეჭდება საქართველოს რეპუტაციაზე, იმიტომ, რომ როდესაც ქვეყანას მართავენ არაადექვატური პირები სასაცილო თეორიებით, რა თქმა უნდა, ასეთ ქვეყანას არავინ უყურებს სერიოზულად, მაგრამ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება თავისი პარანოიით და თავისი ტაკიმასხარებით ძალიან მალე დასრულდება, - ამბობს გრიგოლ გეგელია.
შეგახსენებთ, რომ "ოცნების" განცხადებების შემდეგ მეთიუ მილერმა ივანიშვილის პარტია ტყუილში ამხილა და მოუწოდა, გამძოიების დასრულებამდე უპასუხიმგებლო განცხადებებისგან თავი შეიკავონ.