თბილისის მეტროს სადგურების რეაბილიტაცია და ვაგონების განახლების პროგრამა შესაძლოა, უვადოდო შეჩერდეს

16.07.24 11:44
თბილისის მეტროს სადგურების რეაბილიტაცია და ვაგონების განახლების პროგრამა შესაძლოა, უვადოდო შეჩერდეს

თბილისის მეტროს სადგურების რეაბილიტაცია და ვაგონების განახლების პროგრამა შესაძლოა უვადოდო შეჩერდეს. საგანგებო ბრიფინგი ამ თემაზე ცოტახნის წინ ოპოზიციის ლიდერებმა გამართეს და თქვეს, რომ მეტროების რეაბილიტაციის პროგრამა, რომელიც დასავლური ორგანიზაციების ფინანსური მხარდაჭერით უნდა განხორციელებულიყო,  შესაძლოა  ოცნების რუსული პოლიტიკის გამო დაბლოკოს.

„ანტიდასავლურ პოლიტიკას მძიმე ეკონომიკური შედეგები მოჰყვება - თბილისის მეტროს სადგურების რეაბილიტაცია და ვაგონების განახლების პროგრამა შესაძლოა აღარ განხორციელდეს. “- თქვა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ანტიკორუფციული მიმართულების მდივანმა, ვასო ურუშაძემ. 

მისი თქმით, ანტიდასავლური პოლიტიკის ეკონომიკური შედეგები უმძიმესი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის, და ეს სამწუხაროდ ეს შეეხება თბილისსაც და ისეთ მნიშვნელოვან პროგრამებს, როგორიც საზოგადოებრივი ტრანსპორტის და მეტროს განვითარებაა.

მინდა მივმართო თბილისის მერს, რომელიც  განსაკუთრებით გამოირჩევა ანტიდასავლური განცხადებებით, თავს ესხმის ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს, როგორ აპირებს ის თბილისის მეტროს სადგურების რეაბილიტაციას და ახალი ვაგონების შეძენას, მაშინ როცა აღნიშნული პროგრამა ჩვენი პარტნიორი სახელმწიფოების და დასავლური ორგანიზაციების ფინანსური მხარდაჭერით უნდა განხორციელდეს. 
 
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD), 200 მლნ ლარის ფინანსური დახმარებით გათვალისწინებულია თბილისის მეტროს მოდერნიზაციის პროექტი  რომელიც ითვალისწინებს 2023 - 2029 წლებში თბილისის 12 მეტროსადგურის რეკონსტრუქციას.  ასევე მოდერნიზაცია უნდა გაუკეთდეს  36 ესკალატორის ელექტროძრავს. 

600 მილიონი ლარის ფინანსური მხარდაჭერით უნდა განხორციელდეს ახალი მეტროს ვაგონების შეძენა, საუბარია ჯამში 22 შემადგენლობაზე  და 97 ვაგონზე. 

ანტიდასავლური პოლიტიკის ეკონომიკური შედეგები უმძიმესი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის, სამწუხაროდ ეს შეეხება თბილისსაც და ისეთ მნიშვნელოვან  პროგრამებს, როგორიც საზოგადოებრივი ტრანსპორტის და მეტროს განვითარებაა. 

ივანიშვილის ხელისუფლებამ 12 წლის განმავლობაში ვერც ერთი ახალი მეტროს სადგური ვერ შემატა თბილისს, ვერც ვარკეთილის მეტროს სადგური ვერ  დაასრულეს, ვერც გურამიშვილი, ვერც ავლაბარი სადაც ახლა ვიმყოფებით, გვახსოვს გოცირიძის მეტროს სადგურის რეაბილიტაციაც, ეს ხდება მაშინ როცა ჩვენ გვქონდა დონორი ორგანიზაციების მყარი ფინანსური მხარდაჭერა, შეგვიძლია წარმოვიდგინოთ რა მდგომარეობაში აღმოჩნდება თბილისის განვითარება თუ  ევროპული ორგანიზაციები  შეწყვეტს  დაფინანსებას. 

მოახლოებული საპარლამენტო არჩევნები არის სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის, ამ არჩევნებზე გადაწყდება მთლიანად  ქვეყნის ბედი, მათ შორის თბილისის და მისი განვითარების. 26 ექვს ოქტომბერს გავიმარჯვებთ სახელოვნად, ერთობით და ერთიანობით- ის რაც ოცნებას დაუნგრევია ერთიანობას უშენებია!“ - განაცხადა ვასო ურუშაძემ. 

„ქართული ოცნების“ ანტიდასავლური პოლიტიკის გამო შეჩერებულია ფინანსური ნაკადები ევროკავშირის მხრიდან, რაც ნიშნავს იმას, რომ გაიზრდება უმუშევრობა და ძალიან ბევრი ადამიანი დარჩება სიღარიბეში“ - ეს განცხადება კი  პლატფორმა „ერთიანობის“ ლიდერმა გია ჯაფარიძემ გააკეთა. 

მისი თქმით, ქვეყნის ევროპული მომავალი არჩევნებზე უნდა გადაარჩინონ.

„თბილისში და არა მხოლოდ თბილისში, საქართველოს ბევრ ქალაქში არის უამრავი ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც ფინანსდება ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, ეს იქნება ევროპის კავშირი თუ სხვა საერთაშორისო პარტნიორები. მაშინ, როდესაც “ქართული ოცნების” ხელისუფლებამ გადაწყვიტა ანტიქართული, ანტიევროპული, ანტიდასავლური პოლიტიკა აწარმოოს, იცით რომ შეჩერებული არის ფინანსური ნაკადები ევროპის კავშირის მხრიდან. ამ ფინანსური ნაკადების შეჩერება ნიშნავს იმას, რომ შეჩერდება ის ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც ევროპის კავშირის მხრიდან არის დაფინანსებული. ეს ნიშნავს, რომ გაიზრდება უმუშევრობა და ძალიან ბევრი ადამიანი დარჩება სიღარიბეში. ევროპის კავშირთან, აშშ-თან, ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან ეს მტრული დამოკიდებულება საქართველოს მოქალაქეებს ართმევს მომავალს, საქართველოს მოქალაქეებს ტოვებს სიღარიბეში. 26 ოქტომბერს ჩვენ ეს უნდა დავასრულოთ. 26 ოქტომბერი არის დღე, როდესაც ჩვენ უნდა დავიბრუნოთ ჩვენი სახელმწიფო და ჩვენი მომავალი.“ - განაცხადა გია ჯაფარიძემ

მსგავსი სიახლეები