"უზნეო და სამარცხვინო პოზიცია" - რომან გოცირიძე ხელისუფლების ანტიამერიკულ განცხადებებზე
"ქართული ოცნების" განცხადებებს, რომლის მიხედვითაც ტრამპზე თავდასხმა გლობალური ომის პაარტიის დაორგანიზებული იყო, დეპუტატი რომან გოცირიძე "უზნეოს და სამარცხვინოს" უწოდებს. ოპოზიციის წევრის თქმით, ხელისუფლებამ აშშ-ს ექსპრეზიდენტზე თავდასხმაც კი ანტიდასავლური იდეების გასაჟღერებლად გამოიყენა.
ეს არის უზნეო და სამარცხვინო პოზიცია, რომელიც კიდევ ერთხელ აყენებს საქართველოს საერთაშორისო თანამეგობრობის თვალში საშინელ მდგომარეობაში, კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ ტრამპზე თავდასხმაც კი გამოიყენა „ქართულმა ოცნებამ“ ანტიდასავლური იდეების გასაჟღერებლად და ფაქტობრივად, რუსეთის მხარდასაჭერად. ვინაიდან გლობალური ომის პარტიას როდესაც ახსენებ, მაშინ მსოფლიოში ომებს იწყებენ ვიღაც მასონები და არა სისხლისმსმელი პუტინი, - ამბობს რომან გოცირიძე.