ქართული დამოუკიდებელი მედია ეგზისტენციური საფრთხის წინაშეა - ECPMF-ის უმწვავესი ანგარიში

16.07.24 15:31
ქართული დამოუკიდებელი მედია ეგზისტენციური საფრთხის წინაშეა - ECPMF-ის უმწვავესი ანგარიში

მედიის დევნა საქართველოში - უმწვავეს ანგარიშს თავისუფალი მედიის ევროპული ცენტრი აქვყნებს. გერმანული ორგანიზაციის წარმომადგენლები თბილისში იმყოფებოდნენ, სადაც ჟურნალისტებს ესაუბრნენ და მედიის მდგომარეობა ადგილზე შეისწავლეს. ანგარიშის ავტორები პირდაპირ წერენ, რომ ქართული მედია და გასაკუთრებით დამოუკიდებელი მედია, ეგზისტენციური საფრთხის წინაშე დგას. 

ანგარიშში მოხვდა ჟურნალისტების დევნისა და ძალადობის შემთხვევებიც, მათ შორის "ტვ პირველის" ოპერატორის ლექსო ლაშქარავას საქმე, რომელიც ძალადობრივი ჯგუფების თავდასხმის მსხვერპლი გახდა, შემდეგ კი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.

ერ- ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა რაზეც ანგარიშის ავტორები აქცენტს სვამენ,  ე.წ. "სლაპ საქმეებია", როდესაც ხელისუფლების მაღალჩინოსნების ჟურნალისტების წინააღდეგ სასამართლოში მათ დასაშინებლად აბსურდულ დავებს იწყებენ.

პრესის თავისუფლებისთვის საქართველოში მდგომარეობა კრიტიკულია. ფაქტების დამდგენმა კომისიამ თბილისში გამოავლინა, რომ დამოუკიდებელი ჟურნალისტიკა ქვეყანაში ეგზისტენციალური საფრთხის წინაშეა, და ამ საფრთხეების უაკნ ხელისუფლების წარმომადგენლები დგანან. ფიზიკური და სიტყვიები თავდასხმებიდან დაწყებული, შეურაცხმყოფელი სასამართლო პროცესებით და არასტაბილური ფინანსური მგომარეობით გაგრძელებული ჟურნალისტებს მუშაობა დიდი დაბრკოლებების ფონზე უწევთ. უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღება და ლგბტ პროპაგანდის შესახებ შემოთავაზებული კანონპროექტი უფრო ამძიმებს ისედაც მძიმე მდგომარეობას. 
ფაქტების დამდგენ კომისიასთან ყველა აღნიშნავს 2021 წლის სამარცხვინო ინციდენტს, როცა 50-ზე მეტ ჟურნალისტს თავს დაესხნენ. ტვ პირველის ოპერატორი ალექსანდრე ლაშქარავა ოპერაციის ჩატარების შემდეგ რამდენიმე დღეში გარდაიცვალა, - ნათქვამია ანგარიშში. 

განცხადების ინგლისურენოვანი ვერსია იხილეთ ბმულზე: https://mediafreedomcoalition.org/joint-statement/2024/transparency-law-georgia/ 

მსგავსი სიახლეები