"ოცნება" შეშინებულია - ანა ბუჩუკური ივანიშვილის მუქარაზე

17.07.24 11:18
"ოცნება" შეშინებულია - ანა ბუჩუკური ივანიშვილის მუქარაზე

ივანიშვილის მუქარის შემცველ გზავნილებს "საქართველოსთვის" წევრი ანა ბუჩუკური ოპოზიციის დაშინებით მცდელობას აფასებს. ამასთან, ოპოზიციის წევრი აღნიშნავს, რომ ამ მუქარების არავის ეშინია და რეალურად, შეშინებულია მხოლოდ თავად "ოცნებაა".

12 წლის მერე ისევ ენმ-ს დასჯას ჰპირდება საკუთარ მოქალაქეებს, ოღონდ ამას ამბობს, თან არჩევნების მერეო. შეშინებულს მე ვერავის ვხედავ, ჩემს გარშემო და ჩემს გუნდში შეშინებულს ნამდვილად ვერავის ვხედავ. შიში ვის სახეზეც შეიძლება ამოვიკითხოთ, ეს არის ისევ და ისევ „ოცნება“. ვიხილეთ ეს ადამიანები, ერთი პოზიტიური გზავნილი არ ჰქონდათ საკუთარი მოქალაქეების, პირველ რიგში, საკუთარი ამომრჩევლისთვის, - ამბობს ბუჩუკური.

ბიძინა ივანიშვილმა ენმ-ს და ოპოზიციის წინააღმდეგ არჩევნების შემდეგ რეპრესიები დააანონსა. ოლიგარქის თქმით, "ნაციონალური მოძრაობა" უნდა "განადგურდეს".  

მსგავსი სიახლეები