ჩვენ ერთიანობით უნდა დავიწყოთ იმის მშენებლობა, რასაც “ოცნება” 12 წელია ანგრევს - ვასო ურუშაძე

17.07.24 12:20
ჩვენ ერთიანობით უნდა დავიწყოთ იმის მშენებლობა, რასაც “ოცნება” 12 წელია ანგრევს - ვასო ურუშაძე

“26 ოქტომბრის არჩევნებში, თუ ივანიშვილის რეჟიმი შეინარჩუნებს ხელისუფლებას, საქართველო დაკარგავს ასამდე ინფრასტრუქტურულ პროექტს, ათი მილიარდის ინვესტიციას და საშუალოდ ასი ათასი სამუშაო ადგილს,” - ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ანტიკორუფციული მიმართულების მდივანმა, ვასო ურუშაძემ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

სწორედ ამიტომ, ურუშაძე ამბობს, რომ "ერთიანობით უნდა დავიწყოთ იმის მშენებლობა, რასაც “ოცნება” 12 წელია ანგრევს".

“ივანიშვილის ანტიდასავლური პოლიტიკის შედეგად, საქართველოში ასამდე ინფრასტრუქტურული პროექტი გაჩერდება, დაიკარგება ათი მილიარდის ინვესტიცია და საშუალოდ ასი ათასი სამუშაო ადგილი. ეს მოხდება იმ პირობებში, თუ 26 ოქტომბრის არჩევნებში “ქართული ოცნება” შეინარჩუნებს ძალაუფლებას. აქ საუბარია ისეთ პროექტებზე, რომლებიც ეხება მაგალითად თბილისის განვითარებას, ეხება მეტროპოლიტენის მოდერნიზაციას, ეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, ენერგეტიკას, სოფლის მეურნეობას, ეხება ისეთ პროექტებს, როგორიც არის ირიგაცია -  სარწყავი სისტემების მოწყობა, მაღალმთიანი რეგიონების გაზიფიცირება, ინტერნეტიზაცია, ავტომაგისტრალების მშენებლობა, რაც ჯამში ქმნის მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილებს. ეს არია პერსპექტივა, რომელიც ჩვენ უნდა მივიღოთ ევროინტეგრაციის გზაზე. ეს არის მილიარდობით ლარის ინვესტიცია, რომელსაც გვაკარგვინებს ივანიშვილის რეჟიმი, ამიტომ ჩვენ ერთიანობით, ერთობით უნდა დავიწყოთ აღმშენებლობა იმის, რასაც 12 წელია ანგრევს ივანიშვილის ხელისუფლება.” - განაცხადა ვასო ურუშაძემ
 

მსგავსი სიახლეები