ამერიკის მიზანი შიდა პოლიტიკურ პროცესებში ჩარევაა - ქადაგიშვილი

17.07.24 15:43
ამერიკის მიზანი შიდა პოლიტიკურ პროცესებში ჩარევაა - ქადაგიშვილი

"ოცნების" იერიშის სამიზნე კვლავ „ქართველი ხალხის აქტი“, სენატორი ჯინ შაჰინი და შტატები გახდნენ. ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, შაჰინის და ამერიკის ადმინისტრაციის მიზანი რომ ვიზალიბერალიზაცია, ფრენები, ინვესტიციების მოზიდვა იყოს საქართველოში, ამას აქამდეც გააკეთებდნენ.

ქადაგიშვილი ამბობს, რომ ამერიკის მიზანი შიდა პოლიტიკურ პროცესებში ჩარევაა.

შაჰინის და ამერიკის ადმინისტრაციის მიზანი რომ იყოს ვიზალიბერალიზაცია, ფრენები, ინვესტიციების მოზიდვა საქართველოში და ა.შ. ეს აქამდედაც კარგად შეეძლოთ, რომ გაეკეთებინათ. მიზანი არის შიდა პოლიტიკურ პროცესებში ჩარევა. გარკვეული პოლიტიკური ძალების მცდელობა, რომ დღეს აქ მათი გარკვეული პოლიტიკური მიზნები იყოს მიღწეული, არის წამიერი თუ წუთიერი, ისტორიის მასშტაბით თუ შევხედავთ, ამიტომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს ყველაფერი გადაივლის და პარტნიორობა ამერიკასა და საქართველოს შორის, კიდევ უფრო მაღალ დონეზე ავა", - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა. 

ცნობისთვის, "ქართული ოცნების" ანტიდასავლური პოლიტიკის მიუხედავად, შტატები ქართველი ხალხის მხარდაჭერაზე უარს არ ამბობს. ამერიკელმა სენატორმა ჯინ შაჰინმა „ქართველი ხალხის აქტი“ აშშ-ის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტის კანონპროექტში შესწორებების სახით წარადგინა. 

მსგავსი სიახლეები