"ოცნება" ავტორიტარიზმის მიმართულებით წავიდა, ასე ამერიკულ-ქართული ურთიერთობები ვერ შენარჩუნდება - ფრიდი
"ოცნება" ავტორიტარიზმის მიმართულებით წავიდა, ამ საფუძველზე ამერიკულ-ქართული ურთიერთობები ვერ შენარჩუნდება - ამის შესახებ ამერიკის სახელმწიფო მდივნის ყოფილმა თანაშემწემ დენიელ ფრიდმა "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში განაცხადა.
ფრიდის თქმით, "ოცნებას" უნდა სცოდნოდა, რომ მათ ქმედებებს ვაშინგტონის მხრიდან რეაქცია მოჰყვებოდა.
საქართველოს ხელისუფლება ავტორიტარიზმის მიმართულებით წავიდა და ამ საფუძველზე ამერიკულ-ქართული ურთიერთობები ვერ შენარჩუნდება. რას ელოდებოდა "ოცნების" ხელისუფლება იმ ენით, რომლითაც ის საუბრობს ან პოლიტიკით, რომელსაც ის აწარმოებს. ფიქრობდნენ, რომ აშშ დასარტყამი ტომარა იქნებოდა და რეაქცია არ გვექნებოდა იმაზე, რასაც "ოცნების" ხელისუფლება აკეთებს? არ გვექნებოდა რეაქცია იმაზე, თუ როგორ ესხმის "ქართული ოცნების" ხელისუფლება თავს სამოქალაქო საზოგადოებას და ასუსტებს დემოკრატიას ქვეყანაში? მათ უნდა სცოდნოდათ, რომ მათ ქმედებებს ვაშინგტონის მხრიდან ეს რეაქცია მოჰყვებოდა. მათ არაერთი გაფრთხილება მიიღეს არასაჯაროდაც, თუმცა მათ ეს არ გაითვალისწინეს და ავტორიტარიზმისკენ სვლა გააგრძელეს. ასე რომ, ისინი არ უნდა იყვნენ შოკირებულები ან გაკვირვებულები", - ამბობს დენიელ ფრიდი.
„ქართული ოცნების“ ანტიამერიკული და დეზინფორმაციის კამპანიის მიუხედავად, შტატები ქართველი ხალხის მხადაჭერას აგრძელებს. "ოცნებას" არ სურს, თუმცა "ქართველი ხალხის აქტში" ცვლილები შედის, რომლითაც კონგრესმენები ამერიკის ხელისუფლებას ქართვლი ხალხის მხარდაჭერის გაძლიერებას თხოვენ. "ქართულ ოცნებას" კი პრაქტიკულად დროს აძლევენ რომ თუ ამერიკასთან მჭიდრო, პარტნიორული ურთიერთობა სურთ, მაშინ ამისთვის კონკრეტული ნაბიჯები გადადგან. ეს ნაბიჯები კი დეზინფორმაციის კამპანიის შეწყვეტა და ქვეყნის ევროინტეგრაციის გზის გაგრძელებაა.