ხაზარაძემ თქვა არაო, მეც ვამბობ არაო, რა გინდათ ახლა, სენსაცია ხომ ვერ მოეწყობა? - გახარია

19.07.24 14:49
ხაზარაძემ თქვა არაო, მეც ვამბობ არაო, რა გინდათ ახლა, სენსაცია ხომ ვერ მოეწყობა? - გახარია

„იმ კაცმა თქვა არაო, მეც ვამბობ არაო, რა გინდათ ახლა, სენსაცია ხომ ვერ მოეწყობა?“ - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია საუბრობს და „ლელოსთან“ შესაძლო გაერთიანებაზე საუბრობს.

გახარია ასე ეხმაურება "ლელოს" ლიდერის მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებას, რა დროსაც "რეაქციაში" ხაზარაძემ თქვა, რომ სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, თითქოს "ლელო" და გახარიას პარტია თანამშრომლობაზე მსჯელობენ.

ჩვენ ვიყავით პირველი პარტია, ორი წლის უკან ოფიციალურად ვთქვით, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩვენებში პარტია საქათველოსთვის მონაწილეობას მიიღებს დამოუკიდებლად, არაფერი არ შეცვლილა. თუ რაიმე შეიცვალა, ათასი რამ შეიძლება მოხდეს, ამას ჩვენგან გაიგებენ მაყურებლები, მომხრეები, საზოგადოება. მარტივად შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ 2024 წლის არჩევნების შემდგომ, ნაციონალური მოძრაობა და ქართული ოცნება მინიმალურად იყვნენ წარმოდგენილი და ფართოდ იყვნენ წარმოდგენილები სხვა, უფრო მათგან დამოუკიდებელი და არააფილირებული პოლიტიკური ძალები,“ - ამბობს გახარია.

"ლელოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე "რეაქციაში" ამბობს, რომ გახარიას გუნდთან ახალ პოლიტიკურ გაერთიანებას მოლაპარაკებები არ აქვს და გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

 

მსგავსი სიახლეები