"ოცნება" იმდენად უსუსური, არაფრისმაქნისი და არაფრის შემძლეა, საერთაშორისო ღონისძიებებზე დადიან ფოტოების გადასაღებად - გახარია

19.07.24 15:12
"ოცნება" იმდენად უსუსური, არაფრისმაქნისი და არაფრის შემძლეა, საერთაშორისო ღონისძიებებზე დადიან ფოტოების გადასაღებად - გახარია

"ოცნება იმდენად უსუსურია, არაფრისმაქნისი და არაფრის შემძლეა, საერთაშორისო ღონისძიებებზე დადიან ფოტოების გადასაღებად," - ასე აფასებს ირაკლი კობახიძის ბრიტანეთში ვიზიტს პარტია "საქართველოსთვის" ლიდერი გიორგი გახარია.

გახარიას თქმით, მთავრობის ადმინისტრაციას ამ დრომდე ოფიციალური ორმხრივი შეხვედრების შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებია, მხოლოდ დადეს ფოტოები, სადაც ირაკლი კობახიძე ევროპელ ლიდერებს ხელს ართმევს.

ეს ნიშნავს იმას, რომ ქართული ოცნება იმდენად უსუსურია, არაფრისმაქნისი და არაფრის შემძლეა, საერთაშორისო ღონისძიებებზე დადიან ფოტოების გადასაღებად და თუ ასე არ არის, მაშინ მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელოს ოფიციალური ორმხრივი შეხვედრის შესახებ რაიმე ინფორმაცია და ამაზე მერე ვისაუბროთ,“ - ამბობს გიორგი გახარია.

საქართველოს მთავრობა, ბლენ ჰაიმის სასახლეში ევროპის პოლიტიკური სამიტიდან პრემიერის ხელის ჩამორთმევის ფოტოებს ავრცელებს. ფოტოებიდან ირკვევა, რომ ირაკლი კობახიძე მიესალმა ემანუელ მაკრონს, ჯოზეფ ბორელს, კაია კალასს, თუმცა, ფოტოებში არ ჩანს ზელენკისთან მისალმება. 

 

მსგავსი სიახლეები