სამადაშვილი კობახიძეზე: ვნახეთ, რომ დერეფნებში დარბოდა და ცდილობდა, რომ დერეფანში ვიღაცასთან გადაეღო სურათი

19.07.24 15:23
სამადაშვილი კობახიძეზე: ვნახეთ, რომ დერეფნებში დარბოდა და ცდილობდა, რომ დერეფანში ვიღაცასთან გადაეღო სურათი

„ვნახეთ, რომ დერეფნებში დარბოდა და ცდილობდა, რომ დერეფანში ვიღაცასთან გადაეღო სურათი,“ - ამის შესახებ „ლელოს“ დეპუტატი სალომე სამადაშვილი საუბრობს და პრემიერის ბრიტანეთში ვიზიტს ეხმაურება.

სამადაშვილის შეფასებით, ირაკლი კობახიძე პარტნიორებმა მხოლოდ და მხოლოდ ფორმალური მიზნით მიიწვიეს, რეალურად კი ივანიშვილის ხელისუფლება იზოლაციაშია. 

არავინ აღარ აპირებს, რომ რუსულ ხელისუფლებასთან გააგრძელოს ურთიერთობები, კობახიძე მხოლოდ ფორმალურად იქნა მიწვეული ამ სამიტზე იმიტომ, რომ ეკუთვნის საქართველოს ფორმალურ ხელისუფალს, რომ იქ იყოს წარმოდგენილი, მაგრამ ვნახეთ, რომ დერეფნებში დარბოდა და ცდილობდა, რომ დერეფანში ვიღაცასთან გადაეღო სურათი, რომ მოატყუოს რუსულმა პროპაგანდისტულმა არხებმა, რომლებიც ქართულ ენაზე მაუწყებლობს დღეს, რომ თითქოს ვიღაც მას ხვდება. რეალობა ის არის, რომ სრულ იზოლაციაშია ბიძინა ივანიშვილის ხელისფლება დასავლეთისგან,“ - ამბობს სალომე სამადაშვილი.

საქართველოს მთავრობა, ბლენ ჰაიმის სასახლეში ევროპის პოლიტიკური სამიტიდან პრემიერის ხელის ჩამორთმევის ფოტოებს ავრცელებს. ფოტოებიდან ირკვევა, რომ ირაკლი კობახიძე მიესალმა ემანუელ მაკრონს, ჯოზეფ ბორელს, კაია კალასს, თუმცა, ფოტოებში არ ჩანს ზელენკისთან მისალმება. 

 

მსგავსი სიახლეები