თეონა აქუბარდია: ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს - ამბავი სჭირს ირაკლი კობახიძეს

19.07.24 15:29
თეონა აქუბარდია: ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს - ამბავი სჭირს ირაკლი კობახიძეს

„ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს - ამბავი სჭირს ირაკლი კობახიძეს, რომელიც ცდილობს ახლა, რომ ეს ვიზიტი გამოიყენოს, თითქოს მას სადღაც ჩაესვლება და ვინმე ელაპარაკება,“ - ასე ეხმაურება დეპუტატი თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის ვიზიტს ბრიტანეთში.

დეპუტატის შეფასებით, ის ფაქტი, რომ ხელისუფლება სრულ იზოლაციაშია, არაერთხელ დადასტურდა, მათ შორის იმით, რომ პრემიერის წლიური ანგარიშის მოსმენას დიპლომატიური კორპუსის დიდი ნაწილი არ დაესწრო, ახლა კი, ბრიტანეთში ვიზიტის დროს მასთან შეხვედრის ამსახველი ფოტო არცერთ ევროპელ ლიდერს არ გაუვრცელებია. 

ევროკავშირმა როდესაც გამოაცხადა, რომ პირდაპირი კონტაქტები ქართულ ოცნებასთან გაწყდებოდა, ჩვენ ამის მაგალითი კობახიძის პარლამენტში ანგარიშის დროსაც ვნახეთ, როდესაც ელჩების ბოიკოტი იყო და დემარში, ასევე ვხედავთ მათ შორის, ევროპელი ლიდერების მხრიდან, როდესაც ერთი სურათიც კი არ არსებობს რაიმე შეხვედრის ამსახველი - ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს, ამბავი სჭირს ირაკლი კობახიძეს, რომელიც ცდილობს ახლა, რომ ეს ვიზიტი გამოიყენოს, თითქოს მას სადღაც ჩაესვლება და ვინმე ელაპარაკება,“ - ამბობს თეონა აქუბარდია.

საქართველოს მთავრობა, ბლენ ჰაიმის სასახლეში ევროპის პოლიტიკური სამიტიდან პრემიერის ხელის ჩამორთმევის ფოტოებს ავრცელებს. ფოტოებიდან ირკვევა, რომ ირაკლი კობახიძე მიესალმა ემანუელ მაკრონს, ჯოზეფ ბორელს, კაია კალასს, თუმცა, ფოტოებში არ ჩანს ზელენკისთან მისალმება. 

 

მსგავსი სიახლეები