მე გადავალ ოდესმე "ოცნებაში"? ზედმეტია მსგავს დოკუმენტზე ხელის მოწერა, არასერიოზულია - გახარია

19.07.24 17:25
მე გადავალ ოდესმე "ოცნებაში"? ზედმეტია მსგავს დოკუმენტზე ხელის მოწერა, არასერიოზულია - გახარია

"მე გადავალ როდესმე ქართულ ოცნებაში? მე ვფიქრობ, რომ ზედმეტია მსგავს დოკუმენტზე ხელის მოწერა, არასერიოზულია" - ასე პასუხობს გიორგი გახარია სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივას, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა ახალ დეკლარაციას მოაწერონ ხელი.

საუბარია ისეთ დოკუმენტზე, სადაც ოპოზოციური პარტიების წევრები მოაწერენ ხელს და დადებენ პირობას, რომ პარლამენტში შესვლის შემთხვევაში, ისინი "ქართულ ოცნებას" კოალიციას არ შეუქმნიან.

გიორგი გახარიასთვის არასერიოზულია მსგავს დოკუმენტზე ხელმოწერა, რადგან როგორც "საქართველოსთვის" ლიდერი ამბობს, ის მმართველ ძალასთან კოალიციას არ გეგმავს. აანონსებს, რომ "ოცნებიდან" მის გუნდს შეემატებიან ახალი წევრები.

მე გადავალ როდესმე ქართულ ოცნებაში? მე ვფიქრობ, რომ ზედმეტია მსგავს დოკუმენტზე ხელის მოწერა, არასერიოზულია ეს, რომ ახლა, მე გადავალ ქართულ ოცნებაში, ქართული ოცნებიდან ბევრი გადმოვა ჩვენთან, ეს შემიძლია დაგიდასტუროთ და ღირსეული ხალხი, რომელიც ჯერ კიდევ იქ არის დარჩენილი, მათთვის ჩვენი კარი ღია არის, იმიტომ, რომ მათ უნდა იცოდნენ, რომ ისინი არა პარტიას და ბიძინა ივანიშვილს, არამედ სახელმწიფოს, ხალხს უნდა ემსახურებოდეს, ვინც ამას გაიაზრებს, ყველა მათგანისთვის ჩვენი კარი ღიაა,“ - ამბობს გახარია.

პარტია "საქართველოსთვის" წევრმა ბერდია სიჭინავამ დააზუსტა, რა შემთხვევაშია, მისი გუნდი ახალ დეკლარაციაზე ხელმოსაწერად მზად - თუ ამ დოკუმენტში გაჩნდება ჩანაწერი, რომ "ოცნებასთან" ერთად ოპოზიციური პარტიები არ ითანამშრომლებენ "ნაციონალურ მოძრაობასთანაც".

ჩვენ ყველა ასეთ დოკუმენტს შევუერთდებით, იმიტომ, რომ ჩვენი წითელი ხაზები არის ცნობილი, ოღონდ ამ დოკუმენტში რა თქმა უნდა, უნდა ეწეროს ნაციონალრუი მოძრაობაც, იმიტომ, რომ ჩვენი ფორმულა არის, რომ ოცნება, როგორც ნაციონალური მოძრაობა და მისი განშტოებები არის წითელი ხაზი, რა თქმა უნდა, ყველა ისეთ პარტიასთან, რომელიც ამ საერთო ამოცანასთან შემოგვიერთდება ვითანამშრომლებთ და ყველა ასეთ დოკუმენტს მოვაწერთ ხელს, რომელიც კონკრეტულ შემთხვევაში ამ ფორმულას იზიარებს. რაც შეეხება სხვა პარტიებს, სხვა პარტიებმაც ამასთან დაკავშირებით მოსაზრებები დააფიქსირონ, ძალიან კარგი იქნება,“ - ამბობს ბერდია სიჭინავა.

უარი "ოცნებასთან" კოალიციას - სამოქალაქო საზოგადოების ახალი შეთავაზება ოპოზიციას - რისკების დასაზღვევად მოქალაქეები ითხოვენ, შეიქმნას დეკლარაცია, რომელიც სრულიად ოპოზიციურ სპექტრს ერთი იდეის გარშემო გააერთიანებს. 

მოსაზრებას, რომ შეიქმნას დეკლარაცია, სადაც თითოეული პარტიის წარმომადგენელი ხელს მოაწერს და დადებს პირობას, რომ პარლამენტში შესვლის შემთხვევაში კოალიციას არ შეუქმნის ქართულ ოცნებას, მსხვილი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები იზიარებენ.

 

მსგავსი სიახლეები