ბიძინა ივანიშვილის ბიზნესი გაუმჭვირვალეა - ბესო დონაძე

20.07.24 11:20
ბიძინა ივანიშვილის ბიზნესი გაუმჭვირვალეა - ბესო დონაძე

"ქართუ ჯგუფი" ფინანსური დეკლარაციებისა და ანგარიშგებების დამალვაშია მხილებული - კორუფციის მკვლევარის და "ევროპული საქართველოს" წევრის, ბესო დონაძის თქმით, ბიძინა ივანიშვილის ბიზნესი გაუმჭვირვალეა იმიტომ, რომ არ არსებობს სახელმწიფო სტრუქტურა, რომელიც მას აიძულებს, რომ კანონის შესაბამისად იმოქმედოს.

ბიძინა ივანიშვილის ბიზნესი, ეს იქნება ბანკი ქართუ თუ ეს იქნება ფონდი ქართუ, არ აქვს მნიშვნელობა, გაუმჭვირვალეა და გაუმჭვირვალეა იმიტომ, რომ არ არსებობს სახელმწიფო სტრუქტურა საქართველოში, რომელიც აიძულებს ბიძინა ივანიშვილს კანონის შესაბამისად იმოქმედოს.  ბიძინა ივანიშვილს აქვს სრულად მიტაცებული სახელმწიფო სტრუქტურები და შესაბამისად, თუ გვინდა, რომ რამე შეიცვალოს , ბიძინა ივანიშვილი უნდა შეიცვალოს, ამიტომ 26 ოქტომბერი არის ამის ერთადერთი საშუალება", - განაცხადა ბესო დონაძემ. 

"ფლანგვის დეტექტორის" ინფორმაციით,  "გამჭვირვალობის" მომხრე ივანიშვილის "ქართუ" ფინანსურ ანგარიშებს მალავს

მსგავსი სიახლეები