ივანიშვილის "ქართუ" ფინანსურ ანგარიშებს მალავს - "ფლანგვის დეტექტორი"
სს ქართუ ჯგუფი მალავს ფინანსურ დეკლარაციებს და ანგარიშგებებს ჯარიმების შემდეგაც არ აქვეყნებს - ამის შესახებ ინფორმაციას "ფლანგვის დეტექტორი" აქვეყნებს.
ორგანიზაციის თქმით, "გამჭვირვალობის" მომხრე ივანიშვილის "ქართუ" ფინანსურ ანგარიშებს მალავს
როგორც ცნობილია, სს ''ქართუ ჯგუფი'' -ის მიმართ 2020-21 წლების ანგარიშგების წარუდგენლობის გამო გაიცა გაფრთხილება, ჯარიმა და ორმაგი ჯარიმა, რაც ჯამში 15,000 ლარს გულისხმობს.
''ქართული ოცნება “გამჭვირვალობის” სახელით ევროინტეგრაციას აფერხებს, თუმცა მისი საპატიო თავმჯდომარე ივანიშვილი გამჭვირვალობისგან შორსაა.
მაგალითად, სს ქართუ ჯგუფს ამ დრომდე მხოლოდ 2018-19 წლების ანგარიშგება აქვს გამოქვეყნებული, რაც კანონდარღვევაა.
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ კანონის თანხმად საწარმო ვალდებულია ყოველწლიურად, 1 ოქტომბრამდე წინა წლის ფინანსური ანგარიშგება წარადგინოს.
კანონის თანახმად, ჯარიმის გადახდა არ ათავისუფლებს კომპანიას ფინანსური ანგარიშგების წარგენისგან.
ქართუ ჯგუფის მიმართ 2020-21 წლების ანგარიშგების წარუდგენლობის გამო გაიცა გაფრთხილება, ჯარიმა და ორმაგი ჯარიმა, რაც ჯამში 15,000 ლარს გულისხმობს.
გაფრთხილებასა და ორმაგი ჯარიმის დაკისრების შემდეგაც ქართუ ჯგუფი არ აქვეყნებს საწარმოს ფინანსებს.
სუსტი კანონმდებლობა ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულ კომპანიას საშუალებას აძლევს დამალოს საწარმოს ფინანსები.'' - წერს ფლანგვის დეტექტორი