ეს ამნისტია პოლიტიკურად მოტივირებული, უზნეო და არაჰუმანურია - რომან გოცირიძე

20.07.24 11:48
ეს ამნისტია პოლიტიკურად მოტივირებული, უზნეო და არაჰუმანურია - რომან გოცირიძე

"ევროოპტიმისტების" ლიდერი, რომან გოცირიძე "ოცნების" ამნისტიას უზნეოს და პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.

გოცირიძე სახალხო დამცველის რეკომენდაციას იწონებს, თუმცა არ ჰგონია, რომ "ოცნება" მას გაითვალისწინებს.

ეს ამნისტია არის პოლიტიკურად მოტივირებული, უზნეო, არაჰუმანური ამნისტიაა, შერჩევითად არის განხორციელებული. სწორი რეკომენდაციაა, რასაც სახალხო დამცველი ამბობს, მაგრამ მეორე და მესამე მოსმენისას არ მგონია, რომ "ქართულმა ოცნებამ" ეს გაითვალისწინოს, ვინაიდან მათ უკვე წინასწარ აქვთ ყველაფერი გაანგარიშებული და დათვლილი", - ამბობს რომან გოცირიძე. 

გავრცელდება თუ არა ოცნების მოფიქრებულიი ამნისტიის კანონი უვადოო პატიმრებზე? - სახალხო დამცველი პარლამენტს სამ პუნქტიანი რეკომენდაციით მიმართავს. ლევან იოსელიანი ფიქრობს, რომ საკანონმდებლო ორგანომ ამ საკითხზე უნდა იმუშაოს და უნდა დარჩეს ჰუმანური აქტის გავრცელების შესაძლებლობა სიცოცხლის ბოლომდე პატიმრობაში გაშვებულ ადამიანებზეც. გარდა ამისა, ომბუდსმენის მოსაზრებით, საჭიროა, პარლამენტი სიფრთხილით მოეკიდოს ოჯახური ძალადობისთვის გასამართლებული ადამიანების გათავისუფლებას, რათა დანაშაულის ხელმეორედ ჩადენის რისკები მინიმუმადე იყოს დაყვანილი.

მსგავსი სიახლეები