"ოცნების" მიერ ამნისტიის მიღება უკავშირდება არა ჰუმანურობას, არამედ საარჩევნო მიზნებს - ბადრი ჯაფარიძე
"ლელოს" ლდიერის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, "ოცნების" ამნისტია საარჩევნო მიზნებს უკავშირდება და ჰუმანურობასთან საერთო არაფერი აქვს.
მისი თქმით, მსგავსი ამნისტიის გამოცხადება შესაძლებელი იყო გაცილებით უფრო ადრე და არა არჩევნების წინ.
"ოცნების" მიერ ამნისტიის მიღება უკავშირდება არა ჰუმანურობას, არამედ საარჩევნო მიზნებს. ეს დაამთხვიეს პირდაპირ საარჩევნო პერიოდს, ამნისტიის განხორციელება შესაძლებელი იყო გაცილებით უფრო ადრე. ზოგადად, ცხადია,რ ომ ჰუმანურ აქტებს მხარს ვუჭერთ, მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ ის არ უდნა გავრცელდეს გნსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩამდენ პირებზე, ასევე ნარკომოვაჭრეებზე, რომელიც ჩვენს ახალგაზრდებს წამლავენ", - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
გავრცელდება თუ არა ოცნების მოფიქრებულიი ამნისტიის კანონი უვადოო პატიმრებზე? - სახალხო დამცველი პარლამენტს სამ პუნქტიანი რეკომენდაციით მიმართავს. ლევან იოსელიანი ფიქრობს, რომ საკანონმდებლო ორგანომ ამ საკითხზე უნდა იმუშაოს და უნდა დარჩეს ჰუმანური აქტის გავრცელების შესაძლებლობა სიცოცხლის ბოლომდე პატიმრობაში გაშვებულ ადამიანებზეც. გარდა ამისა, ომბუდსმენის მოსაზრებით, საჭიროა, პარლამენტი სიფრთხილით მოეკიდოს ოჯახური ძალადობისთვის გასამართლებული ადამიანების გათავისუფლებას, რათა დანაშაულის ხელმეორედ ჩადენის რისკები მინიმუმადე იყოს დაყვანილი.