„ქართუ ბანკი“ უკვე მერამდენე წელია არ ასაჯაროებს თავის ანგარიშებს და მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობა ფორმალურად არსებობს, ის არ მუშაობს ივანიშვილის ბიზნესის წინააღმდეგ" - ვასო ურუშაძე

20.07.24 12:29
„ქართუ ბანკი“ უკვე მერამდენე წელია არ ასაჯაროებს თავის ანგარიშებს და მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობა ფორმალურად არსებობს, ის არ მუშაობს ივანიშვილის ბიზნესის წინააღმდეგ" - ვასო ურუშაძე

„ქართუ ბანკი“ უკვე მერამდენე წელია არ ასაჯაროებს თავის ანგარიშებს და მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობა ფორმალურად არსებობს, ის არ მუშაობს ივანიშვილის ბიზნესის წინააღმდეგ.“ - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ანტიკორუფციული მიმართულების მდივანმა, ვასო ურუშაძემ „ქართუ ჯგუფის“ მიერ დამალულ დეკლარაციებთან დაკავშირებით განაცხადა.

ურუშაძის თქმით, საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე არაგამჭვირვალე ივანიშვილის ხელისუფლებაა.

„ერთ-ერთი ყველაზე არაგამჭვირვალე ამ ქვეყანაში არის ივანიშვილის ხელისუფლება და მისი კლანი. როგორც „ქართუ ბანკი“, ასევე სხვა ივანიშვილთან დაკავშირებული ბიზნეს ორგანიზაციები არ იხდიან გადასახადებს ამ ქვეყანაში, არ შეაქვთ კონტრიბუცია სახელმწიფო ბიუჯეტში და მაქსიმალურად ცდილობენ გაასაიდუმლოონ თავიანთი საქმიანობა, ეს არის ერთადერთი მიზეზით განპირობებული, მათი საქმიანობა არ არის ჯანსაღი, ისინი არ იმყოფებიან სხვა ბიზნესთან ჯანსაღ კონკურენტულ გარემოში და კორუფციული გზით, სახელმწიფო ძალაუფლების და სახელმწიფო რესურსების ბოროტად გამოყენების გზით, დიდძალ ფულს აკეთებენ ის კომპანიები და ის ორგანიზაციები, რომლებიც დაკავშირებულები არიან ერთის მხრივ ივანიშვილთან ან მის გარემოცვასთან, რომლებიც ამ ქვეყანაში სარგებლობენ იმაზე დიდი ძალაუფლებით, ვიდრე შეიძლება სარგებლობდეს რომელიმე სახელმწიფო ჩინოვნიკი. ესენი არიან უჩა მამაცაშვილი,რუხაძე, ჩხარტიშვილი, სულხანიშვილი და სხვები. არანაირ ვალდებულებას ეს ადამიანები არ გრძნობენ სახელმწიფოს წინაშე, სახელმწიფო აუდიტის წინაშე და ეს დადასტურება ამ ყველაფრის ერთ-ერთი არის ის, რომ „ქართუ ბანკი“ უკვე მერამდენე წელია არ ასაჯაროებს თავის ანგარიშებს და მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობა ფორმალურად არსებობს, ის არ მუშაობს ივანიშვილის ბიზნესის წინააღმდეგ.“- განაცხადა ვასო ურუშაძემ.

"ფლანგვის დეტექტორის" ინფორმაციით,  "გამჭვირვალობის" მომხრე ივანიშვილის "ქართუ" ფინანსურ ანგარიშებს მალავს

მსგავსი სიახლეები