"ოცნების" გადაწყვეტილებები არასწორი, სამწუხარო და საზიანოა" - მწვავე გზანილები ვაშინგტონიდან
"საქართველოს ხელისუფლების პროპაგანდისტული რიტორიკა ნატო-საქართველოს ურთიერთობებისთვის დამანგრეველი იყო" - ამ შეფასებას "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში ალიანსის გენერალური მდივნის ყოფილი მოადგილე აკეთებს. "არასწორი, სამწუხარო და საზიანო" - ამ სამი სიტყვით აღწერს საქართველო-ამერიკის ურთიერთობებს ჯონ ბოლტონი.
შტატებში ფიქრობენ, რომ თუ "ოცნება" საგარეო კურსს არ შეცვლის და დასავლეთზე თავდასხმებს გააგრძელებს, საქართველო დაუცველი დარჩება.
ცხადია, რომ ამ მომენტში ურთიერთობები არ არის საუკეთესო ფორმაში და ვფიქრობ, მართალია, რომ საქართველოს მთავრობის ზოგიერთი ბოლოდროინდელი გადაწყვეტილება იყო არასწორი, სამწუხარო და საზიანო. მიმაჩნია, რომ როდესაც მეგობრებს შორის უთანხმოებაა, უმჯობესია, ეს უთანხმოება არასაჯარო იყოს და იმედი მაქვს, საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება ხედავს რა ხდება და აცნობიერებს, რომ შეიძლება ეს გაუარესდეს და ეს საქართველოს უფრო დაუცველ მდგომარეობაში დატოვებს. გრძელვადიან პერსპექტივაში საქართველოს ადგილი არ შეიძლება იყოს სხვაგან გარდა ნატოსი და დასავლური სამყაროსი. ეს არის საქართველოს რეალობა და 70 წელზე მეტი ხნის განმავლობაში საბჭოთა კავშირში ყოფნის სამწუხარო გარემოებამ ქართველი ხალხი ამისგან არ უნდა დააშოროს. ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რუსულმა კავშირებმა საქართველოში ან სომხეთსა თუ აზერბაიჯანში, კავკასიის რომელიმე ქვეყანაში მათი არა საბჭოთა კავშირში, მაგრამ რუსეთის იმპერიაში დაბრუნება გამოიწვიოს. ასე რომ, საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებასთან დაკავშირებით პრობლემები არის, მაგრამ მე ამ პრობლემებთან გამკლავებას დახურულ კარს მიღმა ვარჩევდი, - ამბობს ბოლტონი.
ამერიკაში განხილვის თემაა ოფიციალური თბილისისა და პეკიინის დაახლოებაც.
მე ვერ ვხედავ რაიმე რეალურ სარგებელს საქართველოსთვის. არ ვიცი რატომ შეიძლება სურდეს საქართველოს ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა. როდესაც კავკასიას ვსტუმრობდი 2019 წელს როცა თეთრ სახლში ვიყავი, ამ საკითხზე ჩვენ გვქონდა საუბრები მაშინდელ ხელისუფლებასთან. მას შემედგ აშკარაა, რომ რუსეთ- ჩინეთის ახალი ღერძი ცივი ომის დროს ჩინეთისა და საბჭოთა კავშირის ალიანსს გვახსენებს. საქართველოს უკვე აქვს საზღვარი რუსეთთან და ფაქტობრივად, უკრაინის ომის გამო რუსეტში ჩინეთის გავლენის გათვალისწინებით საქართველო ძალიან ახლოსაა, საზღვარი ჰქონდეს ჩინეთთანაც. ეს არ არის საზღვარი, რომლის ქონაც შეიძლება თქვენ გსურდეთ, - ამბობს ბოლტონი.