კობახიძე ამტკიცებს, რომ დღესდღეობით NATO-ს გაფართოების ამოცანა არ აქვს
პრემიერი ამტკიცებს, რომ ალიანსის გაფართოება NATO-ს დღის წესრიგში არ არის. არადა, "ამერიკის ხმისთვის" მიცემულ ინტერვიუში ნატოს გენერალური მდივნის ყოფილმა მოადგილემ თქვა, რომ ნატო-საქართველოს ურთიერთობები სწორედ "ქართული ოცნების" რიტორიკამ დააზარალა.
კობახიძე ირწმუნება, რომ რეგიონში ვითარების დამშიდებისთანავე საერთო მოცემულობაც შეიცვლება და შესაძლოა, ნატომ გაფართოებაზე საუბარიც დაიწყოს.
თვითონ ნატოს არ აქვს დღეს გაფართოების ამოცანა იმ ვითარებიდან გამომდინარე, რომელიც არის შექმნილი რეგიონში. დღეს უკრაინის კუთხით, საქართველოს კუთხით გაფართოებაზე ნატო აქტიურად ვერ საუბრობს. როდესაც ვითარება შეიცვლება რეგიონში, როდესაც დამვშიდდება ვითარება, ის შეიძლება საერთო მოცემულობაც შეიცვალოს, მაგრამ დღეს ნატოს მხირდან არ ისმის აქტიური საუბარი გაფართოების შესახებ, რასაც აქვს კონკრეტული ობიექტური მიზეზები, - ამბობს კობახიძე.