პრეზიდენტი ბაიდენი დიდი ადამიანია - ჯასტინ ტრიუდო
პრეზიდენტი ბაიდენი დიდი ადამიანია, ყველაფერში, რასაც აკეთებს, ხელმძღვანელობს სამშობლოს სიყვარულით, – ასე ეხმაურება კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრიუდო სოციალურ ქსელში წერს ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში ბაიდენის მიერ კანდიდატურის მოხსნას.
„პრეზიდენტ ბაიდენს, წლებია, ვიცნობ. ის დიდი ადამიანია და ყველაფერში, რასაც აკეთებს, ხელმძღვანელობს სამშობლოს სიყვარულით. როგორც პრეზიდენტი, ის არის კანადელების პარტნიორი და ნამდვილი მეგობარი. პრეზიდენტ ბაიდენს და პირველ ლედის: გმადლობთ“, – წერს ჯასტინ ტრიუდო.
ჯო ბაიდენმა საპრეზიდენტო არჩევნებიდან საკუთარი კანდიდატურა მოხსნა. აშშ-ს პრეზიდენტმა სოციალური მედიით გაავრცელა წერილი, სადაც აღნიშნულის შესახებ იტყობინება. ბაიდენი მხარს უჭერს დემოკრატების კანდიდატად ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისის ნომინირებას.
მსგავსი სიახლეები
"ოცნების" ყოფილი ლიდერი ხსნის, რატომ არის "არასწორი გადაწყვეტილება" საერთაშორისო აზარტული ტურნირებისთვის შეღავათების დაწესება
"ეკონომიკური შემოსავლებისა და ტურიზმის სტიმულირება არ უნდა ხდებოდეს საზოგადოების ჯანმრთელობის, ზნეობრივი ღირებულებებისა და მოქალაქეების ინტერესების დაზიანების ხარჯზე"