საქართველოში მიწისძვრა მოხდა

22.07.24 12:12
საქართველოში მიწისძვრა მოხდა

ძლიერი მიწისძვრა საქართველოში - სიმძლავრე 4.7 მაგნიტუდას შეადგენდა. ბიძგები თბილისშიც იგრძნობოდა. მიწისძვრა თბილისის დროით 12:08 საათზე მოხდა.
 

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ეპიცენტრი ქალაქი დედოფლისწყაროს ჩრდილო დასავლეთით სოფელი ლენინოვკადან 1 კმ-ში იყო.

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ვებ გვერდზე 12:36 საათზე განახლებული მონაცემებით, მიწისძვრის სიმძლავრე 4.9 მაგნიტუდა იყო.

რამდენიმე წუთში საქართველოში განმეორებითი მიწისძვრა მოხდა, რომლის სიმძლავრეც, სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ცნობით, უკვე 3.8 მაგნიტუდა იყო.