ტრამპი თუ კამალა ჰარისი? - როგორია ექსპერტების პროგნოზი
დონალდ ტრამპი თუ კამალა ჰარისი? - ექსპერტები ამბობენ, რომ ჯო არჩევნებში ბაიდენის სავარაუდო ჩამნაცვლებლის რეიტინგი 38 პროცენტია, ხოლო ტრამპის 43.
ექსპერტებს მოლოდინი არ აქვთ, რომ ჰარისს არჩევნებში მხარდაჭერა ექნება, რადგან მათი თქმით, კამალა" ყველა არასწორ ნაბიჯზე ბაიდენის გვერდით იდგა".
დემოკრატებს კამალა ჰარისის სახით ჰყავთ ერთადერთი კანდიდატი, რომელსაც ჯო ბაიდენზე დაბალი რეიტინგი აქვს. თუ ამას შეხედავთ, ჯო ბაიდენის რეიტინგი დღეს 39 პროცენტია, კამალა ჰარისის 38 პროცენტია დონალდ ტრამპთან შედარებით, რომელსაც 43 პროცენტი აქვს. დარწმუნებული ვარ, რომ ამ გადაწყვეტილებას დემოკრატებისთვის მოკლევადიანი სარგებელი ექნება, რადგან ტრამპის კამპანია ძალიან კარგად ორგანიზებულია. კამალა ჰარის ყველა არასწორ ნაბიჯზე ბაიდენის გვერდით იდგა, არ მგონია რომ მან ქვეყნის მასშტაბით მხადაჭერა მოიპობოს და 38 პროცენტზე ემტი მხარდაწერა მოიპოვოს", - ამბობს ექსპერტი.
შეგახსენებთ, რომ ჯო ბაიდენმა საპრეზიდენტო არჩევნებიდან საკუთარი კანდიდატურა მოხსნა. აშშ-ს პრეზიდენტმა სოციალური მედიით გაავრცელა წერილი, სადაც აღნიშნულის შესახებ იტყობინება. ბაიდენი მხარს უჭერს დემოკრატების კანდიდატად ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისის ნომინირებას.