ივანიშვილი 12 წლის მანძილზე ცდილობდა, ეროზია მოეხდინა ქართველი ხალხის პროდასავლური, პროევროპული განწყობების - ბოკუჩავა
ივანიშვილი 12 წლის მანძილზე ცდილობდა, ეროზია მოეხდინა ქართველი ხალხის პროდასავლური, პროევროპული განწყობების, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ ქართველი ხალხი ისე როგორც არასდროს, მიისწრაფის ევროპისკენ, - ამის შესახებ "ერთიანობის" ლიდერი თინა ბოკუჩავა საუბრობს.
ენმ-ს თავმჯდომარის თქმით, მოქალაქეებს კარგად ესმით, რომ ქვეყნის და მტი კეთილდღეობის შანსი სწორედ ევროპასა და ნატოშია.
ივანიშვილი 12 წლის მანძილზე ცდილობდა, ეროზია მოეხდინა ქართველი ხალხის პროდასავლური, პროევროპული განწყობების, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ ქართველი ხალხი ისე როგორც არასდროს, მიისწრაფის ევროპისკენ, მხარს უჭერს ჩვენი ქვეყნის გაწევრიანობას ევროკავშირსა და ნატოში, იმიტომ, რომ საქართველოს მოქალაქეებს ძალიან კარგად ესმით, რომ ჩვენი ქვეყნის და თითოეული მოქალაქის კეთილდღეობის, უსაფრთხოების შანსი რეალურად, მხოლოდ და მხოლოდ ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებაშია, - ამბობს თინა ბოკუჩავა.
"ქართული ოცნების" პროპაგანდამ არ იმუშავა. მოსახლეობის უმრავლესობა ისევ ფიქრობს, რომ საქართველოს მთავარი მტერი რუსეთია. საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი აქვეყნებს. კითხვაზე, მომავალ კვირას რომ არჩევნები იყოს, მიხვიდოდით თუ არა, მოქალაქეთა 65 % ამბობს, რომ არჩევნებზე წავიდოდა.