პირველი ნომერი მეც არ ვიქნები... არ უნდა გაგიკვირდეთ, რომ ივანიშვილი იქნება ჩართული ამ პროცესებშიც - მაჭარაშვილი
"პირველი ნომერი შემიძლია გარანტირებულად გითხრათ, რომ თქვენ არ იქნებით, პირველი ნომერი მეც არ ვიქნები" - ასე პასუხობს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გურამ მაჭარაშვილი კითხვას, იქნება თუ არა ის "ქართული ოცნების" საპარლამენტო სიაში.
"ხალხის ძალისთვის" დეპუტატი, რომელიც ოქტომბრის არჩევნებზე მონაწილეობას "ქართული ოცნების" სიით მიიღებს, ამბობს, რომ კონკრეტული ინფორმაცია, ვინ რომელი ნომერი იქნება სიაში, ცნობილი არჩევნებამდე ერთი თვით ადრე გახდება.
გურამ მაჭარაშვილი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი ამ პროცესებში ჩართული იქნება.
ამიტომ, დანარჩენ შემთხვევაში, პირველი, მესამე, მეცამეტე, ორმოცდამეათე თუ ოთხმოცდამეათე ვინ იქნება, ამას თქვენ გაიგებთ ერთი თვით ადრე არჩევნებამდე.
მინდა შეგახსენოთ, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილი გახლავთ ქართულ ოცნებაში საპატიო თავმჯდომარე, შესაბამისად, ბუნებრივად არის ის ჩართული პროცესებში და მათ შორის, არ უნდა გაგიკვირდეთ, რომ ის იქნება ზოგადად, ჩართული ამ პროცესებშიც. რაც შეეხება კონკრეტიკას საერთო სიის, სად, ვინ, რა ნომრით გამოვა, დაახლოებით, ერთი თვით ადრე, არჩევანებამდე გაიგებს საზოგადოება,“ - ამბობს გურამ მაჭარაშვილი.
პრემიერის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, "ოცნების" სია ბოლო დღეს შევა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, მანამდე კი სიის ნაწილი საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება.