რატომ ყიდის ივანიშვილი ქონებას? - რა ეჭვები აქვთ კორუფციის მკვლევარებს
იპოდრომის და აბრეშუმის ქარხნის შემდეგ, ახლა უკვე "მტკვარი ჰესი" გასხვისდა - კორუფციის მკვლევარებს ეჭვი აქვთ, რომ ივანიშვილი გეგმა-ბეს ამზადებს.
"ლელოს" წევრი საბა ბუაძე ამბობს, რომ თუ ოქტომბრის არჩევნებში "ქართული ოცნება" მარცხს განიცდის და თუ დასანქცირდება, ივანიშვილის მოსკოვში გასაქცევად მობილიზებას აცხადებს და ქონებას სწორედ ამიტომ ყიდის.
ივანიშვილი ემზადება სანქციებისთვისაც, მათ შორის ემზადება ხელისფულების ცვლილების შესაძლებლობისთვის და ამას უკავშირდება ის, რომ ბოლო თვეების განმავლობაში გადასულია მისი ქონების რეალიზაციაზე. ივანიშვილი ცდილობს მისი ფინანსური რესურსების მობილიზებას, მისი ფინანსური რესურსების ლიკვიდურობის გაზრდას, იმისთის, რომ მოსკოვში გაქცევის საჭიროების შემთხვევაში მზად ჰქონდეს ყველაფერი", - აცხადებს საბა ბუაძე.
კორუფციის მკვლევარი და "ევროპული საქართველოს" წევრი ბესო დონაძე ამბობს, რომ ქართველი ოლიგარქი ფულს აქეშებს, საბოლოოდ კი არავინ იცის ეს ქონება სხვის ხელში აღმოჩნდება თუ კვლავ ივანიშვილს დაუბრუნდება.
ის, რომ ბიძინა ივანიშვილის მის ქონებას ყიდის ან ფულს აქეშებს ან სადღაც გადააქვს, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. ფაქტი არის ის, რომ ბიძინა ივანიშვილი მის სახელზე არსებულ ქონებას იშორებს და საბოლოოდ არავინ არ იცის, ახლანდელ მყიდველს დარჩება ეს "მტკვარი ჰესი" თუ საბოლოო ჯამში ისევ ივანიშვილს გადაუფორმდება. ივანიშვილი ქონებას გადამალავს და ამის შემდეგ, როცა ყველაფერი დალაგდება, მერე იმ ქონებას უკან დაიბრუნებს. აი ამ ეტაპზე არის ახლა ბიძნა ივანიშვილი", - ამბობს ბესო დონაძე.
ივანიშვილმა "მტკვარი ჰესი" გაყიდა. ამის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად ირაკლი აბესაძემ გაავრცელა. პროექტი "ჰიდროჯენიუსმა" იყიდა. "მტკვარი ჰესი" თითქმის 10 წლის განმავლობაში შენდებოდა.