„მურუსიძეს არ უნდა სისტემაში კრიტიკულად განწყობილი წევრი“ - ნაზი ჯანეზაშვილი
საბჭოში კრიტიკულად განწყობილი წევრის ყოფნა არ აწყობთ - ასე აფასებენ მესამე სექტორის წარმომადგენლები საქალაქო სასამართლოს მიერ პრეზიდენტის განკარგულების აღსრულების შეაჩერებას.
როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია "სასამართლოს გუშაგის" დირექტორი, ნაზი ჯანეზაშვილი აღნიშნავს, ეს პრეზიდენტის უფლებამოსილებაში უხეში ჩარევა.
ეს არის პრეზიდენტის უფლებამოსილებაში უხეში ჩარევა, როდესაც სასამართლო ბედავს და ასეთ გადაწყვეტილებას იღებს, ბუნებრივია, ისინი არიან პანიკაში. როგორც ჩანს, საბჭოს სხვა დანარჩენ წევრებს აქვთ შიში, რომ იქ წიქარიშვილი არ უნდა იყოს და სისტემა უნდა იყოს დახურული. ვინაიდან მურუსიძეს არ უნდა სისტემაში კრიტიკულად განწყობილი წევრი“ - განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად კახა წიქარიშვილის დანიშვნის შესახებ პრეზიდენტის განკარგულება თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს შეაჩერა. "პირველებმა" მოიპოვა სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც პრეზიდენტის ბრძანების მოქმედება შეჩერდა.
პირი, ვინც კახა წიქარიშვილის დანიშვნის შესახებ პრეზიდენტის განკარგულების შეჩერება მოითხოვა, სავარაუდოდ, მანუჩარ კოკოჩაშვილია. ის კახა წიქარიშვილთან ერთად საბჭოს წევრის შესარჩევ კონკურსში მონაწილეობდა, თუმცა მას შესარჩევმა კომისიამ რეკომენდაცია არ გაუწია საბჭოს წევრად დანიშვნის მიზნით.
ვინ განიხილა პრეზიდენტის განკარგულების აღსრულების შეჩერებაზე შესული სარჩელი? - საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებიდან ირკვევა, რომ ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ დღეს მიიღო გადაწყვეტილება. "პირველების" ინფორმაციით, კახა წიქარიშვილის დანიშვნის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება მოსამართლე ლიელა ფოლადიშვილმა მიიღო.
პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, "პრეზიდენტის კონსტიტუციურ უფლებამოსილებაში უპრეცედენტო ჩარევად" აფასებს.