პელოსიმ კამალა ჰარისის კანდიდატურას მხარი დაუჭირა

22.07.24 22:39
პელოსიმ კამალა ჰარისის კანდიდატურას მხარი დაუჭირა

აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის ყოფილმა სპიკერმა, კალიფორნიელმა დემოკრატმა ნენსი პელოსიმ ვიცეპრეზიდენტ კამალა ჰარისის საპრეზიდენტო კანდიდატურას მხარი დაუჭირა.

მისი თქმით,  "სრულადაა დარწმუნებულია", რომ კამალა ჰარისი ნოემბერში პარტიას გამარჯვებამდე მიიყვანს.

 "ენთუზიაზმით, სიამაყითა და უსაზღვრო ოპტიმიზმით ვუჭერ მხარს - ამბობს ის. 

მედიის ცნობით, აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის ყოფილის სპიკერი, ერთ-ერთია იმათგან, რომელიც  ჯო ბაიდენს საპრეზიდენტო კანდიდატურის მოსნას ურჩევდა. 

შეერთებულ შტატებში განხილვის მთავარი თემაა, თუ ვინ იქნება დემოკრატების საპრეზიდენტო კანდიდატი და დადებს თუ არა პარტია ფსონს კამალა ჰარისზე? საარჩევნო კამპანიის სპონსორების მხარადჭერა ჰარისს უკვე აქვს. მას შემდეგ, რაც ის სავარაუდო კანდიდატად დასახელდა, დემოკრატების საარჩევნო კამპანია  55 მილიონი დოლარით დაფინანსადა. 

შეგახსენებთ, რომ ჯო ბაიდენმა საპრეზიდენტო არჩევნებიდან საკუთარი კანდიდატურა მოხსნა. აშშ-ს პრეზიდენტმა სოციალური მედიით გაავრცელა წერილი, სადაც აღნიშნულის შესახებ იტყობინება.  ბაიდენი მხარს უჭერს დემოკრატების კანდიდატად ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისის ნომინირებას.

მსგავსი სიახლეები