ლაშა ბაქრაძე - საზოგადოებას კონსტიტუცია გადაახიეს თავზე და პრეზიდენტის უფლებამოსილება შეზღუდეს
ლაშა ბაქრაძე - საზოგადოებას კონსტიტიცია გადაახიეს თავზე და პრეზიდენტის უფლებამოსილება შეზღუდეს
„ოცნებას ხელისუფლების სრული ტოტალური კონტროლის სურვილი აქვს, ამის ნათელი მაგალითია ის რაც ახლა ჩვენს თავს ხდება, როდესაც საზოგადოებას კონსტიტიცია გადაახიეს თავზე და პრეზიდენტის უფლებამოსილება შეზღუდეს“ - ამის შესახებ „ერთიანობის“ ლიდერმა ლაშა ბაქრაძემ განაცხადა
ბაქრაძის თქმით, ხელისუფლების ასეთი ქცევა სრულიად მოუღებელია, ეს არის ანტიკონსტიტუციური ქმედება.
“ჩვენ ხშირად ვსაუბეობთ იმასთან დაკავშირებით, რომ „ქართულმა ოცნებამ“ სახელმწიფო მიიტაცა. არც ვერტიკალურად, არც ჰორიზონტალურად ხელისუფლების დანაწილება საქარყველოში აღარ არსებობს.
ოცნებას ხელისუფლების სრული ტოტალური კონტროლის სურვილი აქვს, ამის ნათელი მაგალითია ის რაც ახლა ჩვენს თავს ხდება, როდესაც საზოგადოებას კონსტიტიცია გადაახიეს თავზე და პრეზიდენტის უფლებამოსილება შეზღუდეს.
ეს კიდევ ერთი საბუთია იმისა, რომ ფაქტობრივად ჩვენ ავტორიტარული სახელმწიფოსკენ ვდგამთ სერიოზულ ნაბიჯებს. ისეთ ქვეყანას, როგორც დღეს სამწუხაროდ არის საქართველო არანაირი შანსი არ აქვს ცივილიზირებულ ქვეყნებთან ერთად იყოს, გახდეს ევროპის კავშირის წევრი.
ვფიქრობ, რომ ეს ხდება მიზანმიმართულად და ეს არის უაღრესად ცუდი ნიშნები, თუ „ქართული ოცნება“ დარჩება ხელისუფლებაში ჩვენ მივიღებთ ავტორიტარულ სახელმწოფოს და ფაქტობრივად არ გვექნება არანაირი დემოკრატიული სტრუქტურები ამ ქვეყანაში.
ხელისუფლების ასეთი ქცევა სრულიად მოუღებელია, ეს არის ანტიკონსტიტუციური ქმედება” – განაცხადა ბაქრაძემ.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად კახა წიქარიშვილის დანიშვნის შესახებ პრეზიდენტის განკარგულება თბილისის საქალაქო სასამართლომ გუშინ შეაჩერა. "პირველებმა" მოიპოვა სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც პრეზიდენტის ბრძანების მოქმედება შეჩერდა.
პირი, ვინც კახა წიქარიშვილის დანიშვნის შესახებ პრეზიდენტის განკარგულების შეჩერება მოითხოვა, სავარაუდოდ, მანუჩარ კაკოჩაშვილია. ის კახა წიქარიშვილთან ერთად საბჭოს წევრის შესარჩევ კონკურსში მონაწილეობდა, თუმცა მას შესარჩევმა კომისიამ რეკომენდაცია არ გაუწია საბჭოს წევრად დანიშვნის მიზნით.
ვინ განიხილა პრეზიდენტის განკარგულების აღსრულების შეჩერებაზე შესული სარჩელი? - საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებიდან ირკვევა, რომ ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ დღეს მიიღო გადაწყვეტილება. "პირველების" ინფორმაციით, კახა წიქარიშვილის დანიშვნის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება მოსამართლე ლიელა ფოლადიშვილმა მიიღო.
პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, "პრეზიდენტის კონსტიტუციურ უფლებამოსილებაში უპრეცედენტო ჩარევად" აფასებს.