მოხალისე დამკვირვებლების გადამზადებას ხვალიდან დაიწყება - გულადი ქანთარია
"რეფორმებისა და კვლევის ჯგუფი" პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად უკვე ხვალიდან ოფიციალურად დაიწყებს, კოალიციის "ხმის გუშაგის" ფარგლებში, მოხალისე-დამკვირვებლების გადამზადებას - ამის შესახებ გულადი ქანთარიამ ისაუბრა.
როგორც გულადი ქანთარია ამბობს, დაიწყება გადამზადება მოხალისე დამკვირვებლების, რომლებიც მოქალაქეების საარჩევნო ხმებს დაიცავენ.
მე ვფიქრობ, რომ დღეს ყველაზე მარტივი არჩევანი გვაქვს გასაკეთებელი. რეალურად, არჩევანი არ არის კარგსა და ცუდს შორის ან ცუდსა და უარეს შორის. დღეს გვაქვს ერთადერთი არჩევანი 26 ოქტომბერს, რომელიც საზოგადოებამ უნდა გააკეთოს. ეს არის ერთის მხრივ, უარის თქმა რუსული რეჟიმისთვის და მეორეს მხრივ უნდა ავირჩიოთ ევროპა, უნდა ავირჩიოთ ევროპული გზა, იმისთვის, რომ გავაგრძელოთ განვითარება. ჩვენ ვნახეთ, თუ როგორ უსწორდებოდნენ ახალგაზრდებს, რამდენიმე თვის განმავლობაში და მინდა გითხრათ, რომ ეს წინაღმდეგობის მოძრაობა არ დაწყებულა ამ წელს. რეალურად, მინდა გითხრათ რომ რუსული რეჟიმის წინააღმდეგ მოძრაობა ჩვენ დავიწყეთ ჯერ კიდევ შარშან, როდესაც ამ რეჟიმმა პირველად სცადა, შემოეტანა საქართველოში რუსული კანონი. ჩვენმა ერთიანობამ, სიძლიერემ, დისციპლინამ მოგვიტანა გამარჯვება. ამ შემთხვევაში, როდესაც რუსულმა ოცნებამ მიიღო კანონი, მე არ ვთვლი იმას, რომ დავმარცხდით პირიქით ჩვენი ერთიანობა აქ, წარმოდგენილი სხვადასხვა სფეროს ადამიანები, ზუსტად ჩვენი ერთიანობა არის გამარჯვება დღეს. ჩვენი ერთიანობით უნდა გავიმარჯვოთ 26 ოქტომბერს, იმისთვის, რომდავასრულოთ საქართველოში რუსული რეჟიმი და რუსული წესებით მმართველობა.
მე, როგორც საქართველოს ერთ-ერთი რიგითი მოქალაქე ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია თითოეული ჩვენგანის არჩევნებზე მისვლა და დასავლური ევროპული არჩევნის გაკეთება და ამავდროულად მნიშვნელოვანია, ჩვენი თანამოქალაქეების ხმების დაცვა. ეს არჩევნები არ იქნება მარტივი არჩევნები, ეს იქნება საკმაოდ რთული. მე ვიცი ეს იქნება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით, ბევრად რთული არჩევნები, ჩვენ გვაქვს გამოცდილება 2020 წლის საპარლამენტო არჩვენების დაკვირვებისა. აქედან გამომდინარე, ჩვენ უნდა ვიყოთ ძლიერები, ერთიანები, რომ მყარი და ძლიერი წინააღმდეგობა გავუწიოთ იმ მოსალოდნელ პროვოკაციებს, რომელსაც, სავარაუდოდ, დაგეგმავს ჩვენი ხელისუფლება.
ჩვენ ყველაზე მთავარი არ გვაქვს, ამ შემთხვევაში, ეს არის ხელისუფლების იმედი და რწმენა იმისა, რომ ვენდოთ ხელისუფლებას, მაგრამ ჩვენ გვაქვს მთავარი რწმენა, რწმენა ერთმანეთისა ამ პროცესში, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენი ურთიერთობისთვის. ამიტომ მე ვფიქრობ, ერთის მხრივ, ხმის მიცემა და, მეორეს მხრივ, ძლიერი სადამკვირვებლო მისიების არსებობა, არის გადამწყვეტი მნიშვნელობის 26 ოქტომბრის არჩევნებში, აქედან გამომდინარე, "რეფორმებისა და კვლევის ჯგუფი", რომელსაც მე წარმოვადგენ, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად უკვე ხვალიდან ოფიციალურად დაიწყებს, კოალიციის "ხმის გუშაგის" ფარგლებში, მოხალისე-დამკვირვებლების გადამზადებას, რომლებიც იქნებიან წინააღმდეგობის მოძრაობის წევრები ადამიანები. "ხმის გუშაგის" სადამკვირვებლო მისია იქნება მისია, რომელიც ყველაზე ძლიერ წინააღმდეგობას გაუწევს რუსულ რეჟიმს, დაიცავს თითოეული მოქალაქის ხმას საარჩევნო უბნებზე და იქნება ობიექტური და სამართლიანი. მე მჯერა ჩვენი ერთობით, გავიმარჯვებთ და ავირჩევთ ევროპას," - ამბობს გულადი ქანთარია.