პუტინის დავალებაა, მეომრების დაშინებას ცდილობენ - ლაშა რუხაია სუსში დაბარებაზე
უკრაინაში მებრძოლი ქართველი ლაშა რუხაია, რომელიც ცოტა ხნის წინ ე.წ. სახელმწიფო გადატრიალების საქმეზე სუსში დაიბარებს, ამბობს, რომ ხელისუფლება ახლა მეომრების დაშინებას ცდილობს. ქართველი მებრძოლი დარწმუნებულია, რომ დავალება რუსეთიდან მოდის. რუხაიას თქმით, საქმე, რის გამოც ის სუსში დაიბარეს, აბსურდულია და წინა საქმეების მსგავსად მასაც თაროზე შემოდებენ.
არაერთხელ ვიყავი დაბარებული წლების განმავლობაში, თუნდაც ჭიკაიძის დროს, რაღაც საბურავები, რაღაც მაიდანს აპირებენო, ის საქმეც თაროზე შემოიდო და ობი ჭამს დღეს. ახლა ისევ მიბარებენ. ჩემთვისა სასაცილოა ეს ყველაფერი, ბიძინას მკვლელობა თუ რაღაც. უბრალოდ, დავალება აქვს პუტინიდან ბიძინა ივანიშვილს, თან წინასაარჩევნოდ სჭირდებათ, თითქოს ამით აშინებენ მეომრებს. ჩვენ ამით კი არ დაგვაშინებენ, ჩვენ უფრო მეტს ვიბრძოლებთ შიშველი ხელებით, რათა ეს პრორუსი მთავრობა მოშორდეს ჩვენს ქვეყანას. ხალხის დაშინების მცდელობაცაა, რომ აი, მებრძოლები ჩამოსულები არიან, არადა, ერთი წელია აქეთ ვარ.ჩვენ, ქართველი მებრძოლები ჩვენს ქვეყანას არ გადავატრიალებთ, მხოლოდ და დამხოლოდ გადავატრიალებთ რუსეთს და რუსეთის ბოროტ იმპერიას, - ამბობს ლაშა რუხაია.