ირაკლი ღარიბაშვილი დეპუტატ მარინა კალიურანდს ხვდება

17.03.21 13:36
ირაკლი ღარიბაშვილი  დეპუტატ მარინა კალიურანდს ხვდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ამ წუთებში ბრიუსელში დეპუტატ მარინა კალურანდს ხვდება. პრემიერის მონაწილეობით ბრიუსელში გამართულ შეხვედრებთან დაკავშირებით „რადიო თავისუფლება“ წყაროზე დაყდნობით წერს, რომ მოლაპარაკებების პროცესი  რთულად მიმდინარეობს. ეს ინფორმაცია „რადიო თავისუფლების“ ბრიუსელის ბიუროს ევროკავშირიდან წყარომ მიაწოდა. ამის დასტურია ის ფაქტიც, რომ ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ირაკლი ღარიბაშვილს სამჯერ შეხვდა.