"თავისუფლებისთვის" - ნიკა მელიას მხარდასაჭერად რუსთავის ციხისკენ აქცია-მსვლელობა იმართება

17.03.21 13:37
"თავისუფლებისთვის" - ნიკა მელიას მხარდასაჭერად რუსთავის ციხისკენ აქცია-მსვლელობა იმართება

"თავისუფლებისთვის" - ამ ლოზუნგით რესპუბლიკის მოედანზე სამოქალაქო აქტივისტები, მოქალაქეები და ოპოზიციის მხარდამჭერები შეიკრიბნენ. ისინი ავტოკოლონით რუსთავის მე-12  დაწესებულებასთან მიემართებიან. აქციის მონაწილეები ამ ფორმით  "ნაციონალური მოძრაობის" დაპატიმრებულ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას,  მხარდაჭერას უცხადებენ. 

რაც არ უნდა ამტკიცოს ხელისუფლებამ, მთელი მსოფლიო ხედავს, რომ "ოცნებას" პოლიტიკური მძევლები ჰყავს, რომლითაც ვაჭრობს მოლაპარაკების პროცესში. ამ მოლაპარაკების ფონზე ყველაზე მნიშვნელოვანი წინაპირობა არის, რომ პოლიტპატიმრებმა დატოვონ სასჯელაღსრულების დაწესებულება და ეს პირველ რიგში ეხება ნიკა მელიას და გიორგი რურუას - ამბობს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ზაალ უდუმაშვილი. 

რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებამდე აქციის მონაწილეები შსს-ს შენობასთანაც გაჩერდებიან და მშვიდობიან პროტესტს გამართავენ. 

 

მსგავსი სიახლეები