"ოცნებას" კრიტიკული მედიის ჩახშობა იმიტომ უნდა, რომ მათი ტყუილების საწინაღმდეგო არგუმენტები არ ისმოდეს - ჩიხრაძე

27.07.24 11:07
"ოცნებას" კრიტიკული მედიის ჩახშობა იმიტომ უნდა, რომ მათი ტყუილების საწინაღმდეგო არგუმენტები არ ისმოდეს - ჩიხრაძე

"ოცნებას" კრიტიკული მედიის ჩახშობა იმიტომ უნდა, რომ მათი ტყუილების საწინაღმდეგო არგუმენტები არ ისმოდეს - ასე ეხმაურება ხელისუფლების მიერ "ტვ პირველის" წინააღმდეგ დაწყებულ რეპრესიებს "ლელოს" წევრი ფიქრია ჩიხრაძე

ჩიხრაძის თქმით, მმართველი ხელისუფლება ახლა შიშის დათესვას ცდილობს, რათა მათ წინააღმდეგ წასვლა ვერავინ გაბედოს.

"ქართული ოცნება" ახლა ყველა მიმართულებით იბრძვის - კრიტიკული მედიის ჩახშობა უნდათ იმიტომ, რომ მათი ტყუილების საწინაღმდეგო არგუმენტები არ ისმოდეს მედიის მეშვეობით, უნდათ ოპოზიციის ჩახშობა ყველანაირად. ხედავთ, ერთგვარ საჩვენებელ პროცესებს, რომელცი მხოლოდ მოსახლეობის დასაბნევად და შიშების დასათესად არის განკუთვნილი და მედია, რომელიც ამ ყველაფერს ამხელს, ამ ყველაფერზე ღიად ლაპარაკობს, ღიად ლაპარაკობს კორუფციულ ინტერესებზე, რომლებმაც შეჭამეს ჩვენი ქვეყანა, უნდათ, რომ წინასაარჩევნო პერიოდში, როდესაც ძალაუფლების შენარჩუნებს პრობლემა დგას, არ ისმოდეს მართალი სიტყვა", - ამბობს ფიქრია ჩიხლაძე. 

კალაძემ "ტვ პირველის" წინააღმდეგ აღსრულება დაიწყო - ტელევიზიის ანგარიშები შესაძლოა, დაყადაღდეს. თბილისის მერი ტელევიზიისგან 15 000 ლარს მოითხოვს

თბილისის მერის მხრიდან აღსრულების პროცედურების დაწყებას ტელეკომპანია "პირველის" საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე ჟურნალისტურ გამოძიებას უკავშირებს, რომელიც დღეს უნდა გავიდეს შაბათის ეთერში.

15 ათას ლარის სასწრაფოდ ჩარიცხვას მოითხოვს ასევე ირაკლი კობახიძის სიძე, დავით ფაცაცია. აღსრულების აღსრულების ფურცელი ტელევიზიას გუშინ გადაეცა.