გატაცება სოფელ კაბალიდან - რა ჩანს "პირველების" მიერ მოპოვებულ კადრებში

29.07.24 15:43
გატაცება სოფელ კაბალიდან - რა ჩანს "პირველების" მიერ მოპოვებულ კადრებში

 

 

მოპოვებულია კადრები, რომელიც ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალიდან 24 წლის ქალის გატაცებას ასახავს. 

გუნელ გასანოვა რამდენიმე სააათის წინ ძალის გამოყენებით ჩასვეს მანქანაში, გამტაცებლებმა იძალადეს ახალგაზრდა ქალის ბებიაზე, რომელიც შვილიშვილის დახმარებას ცდილობდა. 

სტუდენტის ადგილსამყოფლის დადგენას სამართალდამცავები ამ დრომდე ცდილობენ. გასანოვები კი დილიდან პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზე იმყოფებიან. 

ავტომობილი, რომლითაც გატაცება მოხდა,  ყარაჯალაში ნახეს, თუმცა გამტაცებლების ადგილსამყოფელს ამ დრომდე ვერ მიაგნეს. 

გოგოს ოჯახი ამბობს, რომ გამტაცებელი 24 წლის კაცია, რომელიც სოფელ კაბალში ცხოვრობს.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.