გაიხსნება თუ არა საარჩევნო უბნები რუსეთში? - რა კითხვები აქვს არასამთავრობო სექტორს

29.07.24 17:36
გაიხსნება თუ არა საარჩევნო უბნები რუსეთში? - რა კითხვები აქვს არასამთავრობო სექტორს

გაიხსნება თუ არა საარჩევნო უბნები რუსეთში? - სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებისთვის მთავარ კითხვას აჩენს ის გარემოება, როგორ გაიხსნება საარჩევნო უბნები ოკუპანტ ქვეყანაში, რომელთანაც დიპლომატიური ურთიერთობა საქართველოს გაწყვეტილი აქვს.

საერთაშორისო ურთიერთოებზე მომუშავე ექსპერტებისთვის მნიშვნელოვანია ისეთი საკითხის დაზუსტებაც, თუ ვინ დააკვირდება საარჩევნო კენჭისყრას რუსეთში.

სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დამფუძნებელი ნოდარ ხარშილაძე თვლის, რომ "ქართული ოცნებისთვის" უმთავრესია ხელისუფლების შენარჩუნება და არ გამორიცხავს, რომ თუ საშუალება ექნება მმართველ ძალას, რუსეთში საარჩევნო უბნებს გახსნიან.

რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების არქონის პირობებში, იქ გახსნა უბნების, როგორ უნდა გააკონტროლო, რა პირობებით. ქართული ოცნება არ არის პრინციპულად პროდასავლური ან პრორუსული, ქართული ოცნება არის ჩვეულებრივი მექრთამეების და არაკომპეტენტური ქურდბაცაცების შეკრება, რომელიც ყველაფერზე წავა ოღონდ ხელისუფლებაში დარჩეს, თუ მიეცა საშუალება, რუსეთშიც გახსნიან საარჩევნო უბანს და საქართველოში კიდევ სადაც დასჭირდება, დახურავენ,“ - ამბობს ნოდარ ხარშილაძე.

სტრატეგიული ანალიცის ცენტრის გეოპოლიტიკური კვლევების ხელმძღვანელი ვალერი ჩეჩელაშვილი თვლის, რომ საზღვარგარეთ მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს უნდა შეეძლოთ არჩევნებში მონაწილეობა.

მთავრობამ უნდა იზრუნოს იმაზე, რომ გახსნას საარჩევნო უბნები იქ, საიდანაც უკვე მოსულია ცესკოში შესაბამისი მოითხოვნები. შესაძლოა, მოილაპარაკონ ადმინისტრაციებმა და გახსნან საარჩევნო უბნები რუსეთის ტერიტორიაზე თუ შესაბამისი მოლაპრაკებები შედგება. მე არ ვარ დარწმუნებული, რომ რუსეთში მცხოვრები ქართველების ხმები არის ქართული ოცნების ხმები, მე ვფიქრობ, რომ იქაც უმეტესობა ჩვენი მოქალაქეების ძალიან კარგად ხვდება თუ რა არის რუსეთი, რა არის ევროპა და რა არჩევანი უნდა გააკეთონ,“ - ამბობს ჩეჩელაშვილი.

ქართული ოცნებას 26 ოქტომბერს რუსეთში საარჩევნო პუნქტების გახსნა სურს - ამ განცხადებას მესამე პრეზიდენტი აკეთებს. კლინიკა "ვივა მედიდან" ჩართვის დროს ექს პრეზიდენტმა მოსახლეობას სთხოვა დაიცვან ხმები რადგან "ოცნება" არჩევნების მოპარვისთვის ემზადება.  „ივანიშვილი და მისი ამფსონები მონობას გვაძალებენ - არ უნდა გავჩერდეთ". გაიხსნება თუ არა რუსეთში საარჩევნო უბნები? - რას ამბობენ საპარლამენტო უმრავლესობაში?

მსგავსი სიახლეები