შანტაჟის ენით საუბარი, რა თქმა უნდა, არ არის სწორი - კობახიძის პასუხი პარტნიორებს
ტერორისტული ორგანიზაციების ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ, საქართველოში დაბრუნებული ირაკლი კობახიძე სტრატეგიულ პარტნიორებს შანტაჟის ენით საუბარში ადანაშაულებს - რუსული კანონის მხარდამჭერი პრემიერი ამტკიცებს, რომ სენატში კონგრესმენების მიერ გაკეთებული განცხადებები კონტრპროდუქტიულია.
კობახიძე იმასაც აცხადებს, რომ სააკაშვილის მავნებლურ ხელისუფლებას შტატებისგან მხარდაჭერა ჰქონდა, ხოლო ამის პარალელურად, "ქართული ოცნების" წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე საუბარი უსამართლოა.
რაც შეეხება შანტაჟის ენით საუბარს, ეს არის კონტრპროდუქტიული. მინდა შეგახსენოთ, რომ 2004-2012 წლებში საქართველოს ჰქონდა უმძიმესი პრობლემები. ქვეყანაში იყო დამკვიდრებული ავტორიტარული რეჟიმი, სააკაშვილის "ნაცმოძრაობის" ავტორიტარული რეჟიმი, როდესაც პატიმრებს აწამებდნენ, სასამართლო სააკაშვილი-ადეიშვილის კლანს იყო დაქვემდებარებული. მიტაცება ხდებოდა მედიის მიტაცების, მაშინ არ უსაუბრია არავის სანქციებზე და პირიქით, მაშინდელი ხელისუფლება დიდი მხარდაჭერით სარგებლობდა. კითხვები უნდა დაისვას საზოგადოების მხრიდან. შანტაჟის ენით საუბარი, რა თქმა უნდა, არ არის სწორი. შანტაჟის ენით საუბარი, მითუმეტეს, იმ ხელისუფლების მიმართ, რომელმაც შეცვალა ის ვითარება, რომელიც ამ ქვეყანაში უცხოეთიდან მხარდაჭერილმა ხელისუფლებამ დაამკვიდრა", - ამბობს კობახიძე.