როდის დაასანქცირებს შტატები ბიძინა ივანიშვილს - რას ამბობს სამადაშვილი?

31.07.24 13:38
როდის დაასანქცირებს შტატები ბიძინა ივანიშვილს - რას ამბობს სამადაშვილი?

"ვერ გეტყვით, ივანიშვილს არჩევნებამდე დაასანქცირებენ, თუ მისცემენ შანსს, რომ ხელი არ შეუშალოს ქართველი ხალხის დემოკრატიული ნების თავისუფალ გამოხატვას" - ამის შესახებ განცხადება "ლელო საქართველოსთვის" წევრმა, სალომე სამადაშვილმა გააკეთა.

სამადაშვილის თქმით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ქართველი საზოგადოებისთვის ნათელი უნდა იყოს, თუ ვის მისცემს ხმას. 

ვფიქრობ, რომ მოსმენაზე გაჟღერებულმა შეფასებამ, რომ ევროკავშირთან ურთიერთობები შეჩერებულია, რომ "ქართული ოცნება" ქართველი ხალხის ნებას არის აცდენილი და დღეს ყველა ელოდება არჩევნებს, ნათელი უნდა გახადოს საქართველოს ყველა მოქალაქისთვის, რა არჩევანს აკეთებს ის 26 ოქტომბერს. შტატები წინასწარ არ აცხადებს ფინანსური სანქციების დაწესების შესახებ, მაგრამ თუ ეს სანქციები დაწესდება, ჩვენ ამას აუცილებლად შევიტყობთ. ზუსტად ვერ გეტყვით, როდის დადგება ეს დღის წესრიგში, არჩევნებამდე, თუ დაელოდებიან არჩევნებს და კიდევ ერთ შანსს მიცემენ ივანიშვილის, რომ ხელი არ შეუშალოს ქართველი ხალხის დემოკრატიული ნების თავისუფალ გამოხატვას", - ამბობს სამადაშვილი.

ამერიკის შეერთებული შტატების სენატში გამართული მოსმენის დროს კონგრესმენებმა მწვავე განცხადებები გააკეთეს: 

საქართველოს მთავრობამ EU-ში გაწევრიანების ამბიციისთვის ძირგამომთხრელი ნაბიჯები გადადგა - ჯინ შაჰინი

"საქართველოსთან მიმართებით სანქციების რამდენიმე ვარიანტს განვიხილავთ" - ჯიმ ობრაიენი

მსგავსი სიახლეები