თუ გაკოტრებულს მეძახის, იქ რატომ ჯდება? მსიამოვნებს გაჩეჩილი კაცის ყურება? - გიგი უგულავა

17.03.21 14:20
თუ გაკოტრებულს მეძახის, იქ რატომ ჯდება? მსიამოვნებს გაჩეჩილი კაცის ყურება? - გიგი უგულავა

“ევროპული საქართველოს”  ლიდერი, ეხმაურება ,  პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას , რომლის მიხედვითაც მან ოპოზიციას “ხელცარიელი და გაკოტრებული” უწოდა.


თუ გაკოტრებულს მეძახის, იქ რატომ ჯდება? მსიამოვნებს გაჩეჩილი კაცის ყურება? რატომ მიჯდება მოლაპარაკებებზე, თუ მე გაკოტრებული ვარ? რა აზრი აქვს ამის დაძახებას, როდესაც იცი, რომ მეორე დღეს მოგიწევს ჩემთან ლაპარაკი?!  სიტყვებს და ეპითეტებს ისეთს მოვიგონებ, არც მას და არც მამამისს რომ არ გაუგიათ. საპროტესტო მუხტით არის ეგ კაცი გადაყენებული, გვახსოვს, როგორ ეპოტინებოდა სამი დღე სკამს და პანღურით მოუწია უმრავლესობას გაშვება – განაცხადა ,,პალიტრანიუსის" ეთერში გიგი უგულავამ.

მსგავსი სიახლეები