მიხეილ სააკაშვილს საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთაში ბრალდებულ მიხეილ სააკაშვილს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
დღევანდელ სხდომაზე საქმის პროკურორმა გრიგოლ ნიშნიანიძემ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობა დააყენა.
პროკურორმა განმარტა, რომ ვინაიდან საქმეზე მოსამართლე შეიცვალა, რომელიც მტკიცებულებათა ხელახლა გამოკვლევას იწყებს, ბრალდებულის მიმალვის, ახალი დანაშაულის ჩადენისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე არსებობს, რის გამოც სააკაშვილის წინააღმდეგ სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა უნდა გამოიყენოს.