ფაქტს ჰყავს თვითმხილველები - ბაჩო დოლიძე ენმ-ს ოფისზე თავდასხმაზე

17.03.21 14:36
ფაქტს ჰყავს თვითმხილველები - ბაჩო დოლიძე ენმ-ს ოფისზე თავდასხმაზე

"ნაციონალურ მოძრაობაში" აცხადებენ, რომ ოფისის მიმართულებით 8-9 გასროლა განხორციელდა და  ფაქტს თვითმხილველები ჰყავს. პარტიის წევრის, ბაჩო დოლიძის ინფორმაციით, თვითმხილველებმა ინფორმაცია სამართალდამცავებს უკვე მიაწოდეს.  

თვითმხილველები ჰყავს ფაქტს ეს იყო თეთრი ფერის  ქამრის ავტომობილი, რამდენიმე კაცმა დაინახა, როგორ მოახდინეს 8-9 გასროლა მოხდა ოფისის მიმართულებით, რის შემდეგაც მიიმალა. თვითმიხლველები სამართალდამცავებს ესაუბრებიან, დაველოდებით გამოძიებას, თუმცა დიდი იმედები არ გვაქვს ვინაიდან ვიცით როგორ დასრულდა წინა გამოძიებები, ჩვენ გვაქვს რამდენიმე კამერა რომელიც უყურებს გარეპერიმეტრს მოხდება ამ ჩანაწერების დათვალიერება - ამბობს ბაჩო დოლიძე. 

შეგახსენებთ, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისს ესროლეს. არსებული ინფორმაციით, სროლა თეთრი ფერის "ტოიოტა ქამრის" მარკის ავტომობილიდან განხორციელდა. ტყვია ნიკა მელიას ბანერს მოხვდა, რომელიც შენობის ფასადზეა გაკრული.