სისუსტისა და აგონიის ნიშანი - სააკაშვილი "ოცნების" განცხადებებზე
“ტელევიზიით კამათობენ სად გადამიყვანეს და რა პირობებში, სინამდვილეში ამით სურთ მთავარი უსამართლობის გადაფარვა“ - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, “დიქტატურის ხელისუფლება საერთოდ აღარ აპირებს რაიმე ფორმალური პროცედურების დაცვას":
ტელევიზიით კამათობენ სად გადამიყვანეს და რა პირობებში, სინამდვილეში ამით სურთ მთავარი უსამართლობის გადაფარვა - პარასკევს გამოტანილი ორმაგი პატიმრობის გადაწყვეტილებით. დიქტატურის ხელისუფლება საერთოდ აღარ აპირებს რაიმე ფორმალური პროცედურების დაცვას და პირდაპირ აცხადებს, რომ მე ვარ ტყვეობაში. თან ეს გააკეთეს აგვისტოში, როცა საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღება ზოგადად მოდუნებულია, მე ამას აღვიქვამ სისუსტისა და აგონიის ნიშნად“,- წერს სააკაშვილი სოციალურ ქსელში.
"ქართული ოცნების" ლიდერები ერთის მხრივ ამტკიცებენ, რომ სააკაშვილი აღარ აინტერესებთ, თუმცა მეორეს მხრივ ირწმუნებიან, რომ პაციენტი პატიმარი უკვე კარგად არის და შეძლებს სასჯელის მოხდას რუსთავის ციხის საკანშიც.
- მიხეილ სააკაშვილის არ გვეშინია - გურამ მაჭარაშვილი
- “სააკაშვილის გარშემო ნიანგის ცრემლების ღვრა არავის სჭირდება“- ირაკლი ქადაგიშვილი
ვივა- მედის კლინიკურმა დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ TV პირველთან სატელეფონო საუბარში კი პირდაპირ თქვა რომ სააკაშვილი "აკმაყოფილებს იმ კრიტერიუმებს, რომ სტაციონარში იმყოფებოდეს".