"ოცნება" პასუხისმგებელია იმის გამო, რომ ჩვენ ვკარგავთ ძალიან მნიშვნელოვან ლაბორატორიას - გეგელია
"ინფანტილური აბსურდი" - ასე აფასებს "ლელო საქართველოსთვის" წევრი, გრიგოლ გეგელია შტატების მიერ საქართველოს მთავრობისთვის 95 მილიონ ლარიანი დახმარების შეწყვეტასთან დაკავშირებით "ქართული ოცნების" წევრების კომენტარებს.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი მიიჩნევს, რომ ივანიშვილის ხელისუფლების მიერ გადადგმული ანტიდემოკრატიული ნაბიჯებით შესაძლებლობებს, არა მხოლოდ "ოცნება", არამედ საქართველოს თითოეული მოქალაქე კარგავს.
"ქართული ოცნება" არის პირდაპირ პასუხისმგებელი პოლიტიკურად იმის გამო, რომ ჩვენ ვკარგავთ ამ ძალიან მნიშვნელოვან ლაბორატორიას, იმის გამო, რომ საქართველო კარგავს თავდაცვისუნარიანობის შანსებს დაფინანსებას და ბიუჯეტს, იმის გამო, რომ ჩვენ კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზეც დაფინანსებასაც ვკარგავთ. ნებისმიერი საუბარი სხვა მხარის პასუხისმგებლობაზე არის ინფანტილური აბსურდი. ეს არის ისეთი რამ, რასაც პატარა ბავშვიც კი არ იკადრებს", - ამბობს გეგელია.
ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს ხელისუფლებას 95 მილიონზე მეტი დოლარის დახმარებას უჩერებს - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებაშია საუბარი.
სტრატეგიული პარტნიორის მიერ დახმარების გაყინვას "ქართული ოცნების" წევრები გამოეხმაურნენ: