“ზურაბიშვილმა ტოლი ნახოს“ - ალუდა ღუდუშაური

06.08.24 16:04
“ზურაბიშვილმა ტოლი ნახოს“ - ალუდა ღუდუშაური

პრეზიდენტის მწვავე განცხადების შემდეგ დაწყებულ ფორსირებულ იერიშს “ოცნების“ დეპუტატი, ალუდა ღუდუშაურიც შეუერთდა - უმრავლესობის დეპუტატი სალომე ზურაბიშვილის გამოსვლას “უხარისხო პროპაგანდისტის“ გამოსვლას უწოდებს და პრეზიდენტს მოუწოდებს “ტოლი ნახოს“.

მისი თქმით, ზურაბიშვილმა უნდა გაიგოს, რომ “ხალხს ის საერთოდ არ აურჩევია“ და ახლა საკუთარი გამოსვლით ცდილობს “ნაციონალურ მოძრაობას“ თავისი საჭიროება დაანახოს.

ეს იყო “ნაციონალური მოძრაობის“ ძალიან დაბალი რანგის, უხარისხო პროპაგანდისტის გამოსვლა. სალომე ზურაბიშვილს მის ენაზე, ჟარგონულად ვუპასუხებ “ტოლი ნახოს, ამ ადამიანმა“. რაის სალომე ზურაბიშვილი და რაის დებატები, როგორ წარმოგიდგენიათ? ეს ადამიანი ცდილობს, რომ “ნაციონალურ მოძრაობას“ თავისი საჭიროება დაანახოს. ბიძინა ივანიშვილს საქართველოს ინტერესები დაუზიანებია თურმე, ის საქართველოს არ ემსახურება და სალომე ზურაბიშვილი, ნაციონალური მოძრაობა და მიხეილ სააკაშვილი ემსახურებიან. აი, როგორ შეიძლება ადამიანი დეგრადირდეს. ეს იყო აბსოლუტურად უმორალო საუბარი. ზურაბიშვილი რომ ამბობს, მე ხალხს იმისთვის არ ავურჩევივარო, მე ვეტყვი- შენ ხალხს საერთოდ არ აურჩევიხარ. ზურაბიშვილმა უნდა გაიგოს, რომ ის ქართველ ხალს არ აურჩევია“,- აცხადებს ალუდა ღუდუშაური.

სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ივანიშვილს, როგორც მთავარ მმართველ პირს დებატებში იწვევს და მისგან კონკრეტულ კითხვებზე პასუხების მოსმენას ელოდება.

ზურაბიშვილის ამ განცხადებას „ოცნების“ დეპუტატები უსამართლოდ მიიჩნევენ და აცხადებენ, რომ პრეზიდენტს, რომელმაც არჩევნები “ბიძინა ივანიშვილის ბანერებით“ მოიგო, არ აქვს უფლება მსგავსი განცხადებები აკეთოს და მას მოუწოდებენ “ტოლი ნახოს“.

“ოცნების“ შეტევა პრეზიდენტზე: 

 

მსგავსი სიახლეები