ხმაური შსს-სთან - აქტივისტებმა ივანიშვილის გამოსახულებით სტიკერები გააკრეს
ხმაური შსს-სთან - ნიკა მელიას მხარდასაჭერი აქცია- მსვლელობაზის მონაწილეები ბიძინა ივანიშვილის გამოსახულებიანი სტიკერების გაკვრას ცდილობდნენ, რასაც მცირე დაპირისპირება მოჰყვა. საბოლოოდ აქტივისტებმა შენობის გარეპერიმეტრზე სტიკერები მაინც გააკრეს.
ავტოკოლონა რესპუბლიკის მოედნიდან დაიძრა და ბოლო გაჩერება რუსთავი მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულება იქნება, სადაც აქციას გამართავენ. აქციის მონაწილეები პოლიტპატიმრების გათავისუფლებას და ვადამდელი არჩევნების დანიშვნას ითხოვენ.