არაფერმა არ უნდა მიაყენოს ჩრდილი ჩვენ სტუმართმოყვარე იმიჯს - თურნავა აშშ-ს დეპარტამენტის გაფრთხილებაზე

02.08.21 13:23
არაფერმა არ უნდა მიაყენოს ჩრდილი ჩვენ სტუმართმოყვარე იმიჯს - თურნავა აშშ-ს დეპარტამენტის გაფრთხილებაზე

ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განმარტებით, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის გაფრთხილება საქართველოში მოგზაურობასთან დაკავშირებით, მხოლოდ კოვიდშეზღუდვებს ეხება. თურნავას თქმით, ძალადობის ცალკეული შემთხვევები საქართველოს გარდა სხვა ევროპული ქვეყნების დედაქალაქებშიც ხდება.

ეს უკავშირდება კოვიდ შეზღუდვებს, რაც ეხება მსოფლიოში არსებულ ვითარებას პანდემიასთან დაკავშირებით, ხან იზრდება კოვიდ საფრთხე, ხან მცირდება. მათი გაფრთხილება ტრადიციულად უკავშირდება ოკუპირებულ ტერიტორიებსაც. ცალკეული სამწუხარო შემთხვევები სამწუხრაოდ, არ გამოირიცხება არათუ საქართველოში, არამედ ევროპის ყველა დედაქალაქში ხდება დროდადრო, მთავარი არის, რომ დროულად ხდება ამაზე რეაგირება და რა თქმა უნდა დაგმობილია ჩვენგან. არაფერმა არ უნდა მიაყენოს ჩრდილი ჩვენ სტუმართმოყვარე იმიჯს", - ამბობს თურნავა. 

შეგახსენებთ, რომ აშშ-ს დეპარტამენტი მოქალაქეებს საქართველოში მოგზაურობისგან თავის შეკავებას ურჩევს და საქართველო მაღალი რისკის ქვეყენბში შეყავს. გაფრთხილების მთავარი მიზეზი საქართველოში არსებული კორონავირუსის მკვეთრი გაუარესებაა. ანგარიშში ასევე საუბარია 5-6 ივლისის ძალაოდბრივ მოვლენებსა და ქვეყანაში არსებული ვითარების გამო გაზრდილ საფრთხეებზე.