ცუდი ფაქტია - ირაკლი ზარქუა ენმ-ს ოფისზე განხორციელებულ თავდასხმაზე

17.03.21 15:48
ცუდი ფაქტია - ირაკლი ზარქუა ენმ-ს ოფისზე განხორციელებულ თავდასხმაზე

შეიარაღებული თავდასხმა ენმ-ს ოფისზე - მმართველი პარტიის წევრები მომხდარზე პასუხისმგებლობას ვერ იღებენ. „ქართული ოცნების“ დეპუტატი ირაკლი ზარქუა  ფაქტს გმობს და ამბობს, რომ მსგავსი დანაშაულებრივი ქმედება მმართველი გუნდისთვის მიუღებელია. მისი თქმით, საქმე შსს-მ უნდა გამოიძიოს.

ჩვენ ეჭვებზე ხომ ვერ ვისაუბრებთ. თუ მოხდა ასეთი ფაქტი, კიდევ ერთხელ ეს არის ძალიან ცუდი ფაქტი, მიუღებელია ჩვენი ხელისუფლებისთვის და შესაბამისად, უწყებები არიან, რომლებიც გააკეთებენ შესაბამისს განცხადებებს, - აცხადებს „ქართული ოცნების“ დეპუტატი, ირაკლი ზარქუა. 

მთავარი ოპოზიციური პარტიის ოფისზე შეიარაღებული თავდასხმა რამდენიმე საათის წინ განხორციელდა.  პარტიის შენობის მიმართულებით მოძრავი ავტომობილიდან რამდენჯერმე გაისროლეს. ტყვია ნიკა მელიას ბანერს მოხვდა, რომელიც შენობის ფასადზეა გაკრული.

შემთხვევის შედეგად არავი დაშავებულა. 

ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. 

 

მსგავსი სიახლეები