"სხვათა შორის, ბატონმა შოთაძემ, ეს ინფორმაცია ზედმიწევნით კარგად იცოდა" - რა ეჭვები აქვს ცისკარიშვილს?

14.08.24 11:41
"სხვათა შორის, ბატონმა შოთაძემ, ეს ინფორმაცია ზედმიწევნით კარგად იცოდა" - რა ეჭვები აქვს ცისკარიშვილს?

პოლიტიტოლოგებს და ოპოზიციას ეჭვი აქვთ, რომ შესაძლოა, შტატებში კომპრომატები ყოფილ პროკურორს, ირაკლი შოთაძეს ჩაეტანა.

"ერთიანობის" ერთ-ერთი ლიდერი, პეტრე ცისკარიშვილი ამბობს, რომ აღნიშნულ ინფორმაციას შოთაძე კარგად იცნობდა, ამიტომ არ გაუკვირდება, თუ ამერიკას ინფორმაცია სწორედ იმ მაღალჩნოსნებმა მიაწოდეს, რომლებიც "ოცნების" რიგებში ირიცხებოდნენ ან ირიცხებიან და ხელისუფლებაზე არიან განაწყენებულები.

სხვათა შორის, ბატონმა შოთაძემ, ეს ინფორმაცია ზედმიწევნით კარგად იცოდა, იმიტომ რომ სახელმწიფოს სისტემური ორგანიზებული მფარველობის გარეშე, ეს დანაშაულებრივი ინდიკატი აქ ვერ იმოქმედებდა. რა თქმა უნდა ‘’ოცნების’’ შიგნით არსებობენ ინდივიდები, ვინც განაწყენებულია ამ ხელისუფლებაზე და ასეთებიც შეიძლება ბრჭყალებში  ეჭვმიტანილები იყვნენ ინფორმაციის მიწოდებაში. აქედან, გამომდინარე ალბათ, დრო ყველაფერს გვაჩვენებს, იმიტომ რომ გამოძიება აუცილებლად გაგრძელდება“. - ამბობს ცისკარიშვილი.

ვინ ჩაიტანა კომპრომატები ამერიკაში ივანიშვილის პარტიის წინაღმდეგ?

ის, ვინც ივანიშვილთან ერთად გუნდში ბევრი წელი გაატარა, ვარაუდობს, რომ თავის გადარჩენის მიზნით, რომ სანქცირებულთა შორის არ აღმოჩნდეს, ეს პარტიის ნებისმიერ მოქმედ ლიდერს შეიძლებოდა გაეკეთებინა.

 „ჰელსინკის კომისია“ „ქართულ ოცნებას“ ე.წ. „ქოლ-ცენტრებიდან“ შემოსავლის მიღებაში ამხელს - გავრცელებულ განცხადებაში, კომისია წერს, რომ ივანიშვილის პარტია ოპოზიციის შემავიწროვებელ ოპერაციებს შავი ფულითა და თაღლითური ქოლცენტრების სქემით აფინანსებს.